"ლიბერთი ბანკის" შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული იყო შედუღების აპარატი, სავარაუდოდ მისგან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, დაწყებულია გამოძიება - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება გვიან ღამით შემოვიდა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფები.
არსებობდა ცეცხლის სხვა არეალზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის" შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაშიც გამოყენებული იყო შედუღების აპარატი. სავარაუდოდ შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა.
სამართალდამცველები სხვადასხვა მიმართულებით ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს.
მუშაობენ ყველა შესაძლო ხანძრის გამომწვევ სხვა ვერსიაზე.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები და დანიშნულია ექსპერტიზა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვის გამო დააკავეს
"ლიბერთი ბანკის" შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული იყო შედუღების აპარატი, სავარაუდოდ მისგან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, დაწყებულია გამოძიება - შსს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შსს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, ნარკოდანაშაულში ჩართულ ყველა პირს მოუწევს, კანონის წინაშე უმკაცრესად აგოს პასუხი -ალექსანდრე დარახველიძე
პოლიციამ თემქაზე ერთი პირის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავა
აჭარის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
სამტრედიაში, მიტოვებულ შენობაში სხეულის ამპუტირებული ნაწილების აღმოჩენის ფაქტზე, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანის პროცესი მიმდინარეობს
იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 029 პირის მიმართ დაიწყო -საქსტატი
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით - 10 პირი დააკავეს
პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სუს-მა ერთი პირი დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვილაპარაკო, რადგან მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე - სააკაშვილი
შსს 43 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს