მელანია ტრამპმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა. ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოს მოქმედი ლიდერის მეუღლემ უხელმძღვანელა.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ შეხვედრა მოიწვია თემაზე „ბავშვები, ტექნოლოგია და განათლება კონფლიქტის დროს".

მელანია ტრამპმა გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, დაიცვან ბავშვების განათლებაზე წვდომა. სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად განათლება ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტია.

„მშვიდობა არ უნდა იყოს მყიფე. მდგრადი მშვიდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც ცოდნა და გაგება სრულად დაფასდება ჩვენს ყველა საზოგადოებაში. ერი, რომელიც სწავლას წმინდად აქცევს, იცავს თავის წიგნებს, ენას, მეცნიერებას და მათემატიკას, იცავს თავის მომავალს. ინტელექტზე დაფუძნებულ კულტურაში გაზრდილი ბავშვები ავითარებენ თავდაჯერებულობას, ინოვაციებს, ქმნიან, კონკურენციას უწევენ და ინარჩუნებენ ღრმა ღირებულებების სისტემას. მათი ცოდნა ხელს უწყობს სხვების მიმართ თანაგრძნობას, გადალახავს გეოგრაფიას, რელიგიას, რასას, სქესს და ადგილობრივ ნორმებსაც კი. ისინი მზრუნველi ადამიანებi ხდებიან. მაგრამ უმეცრებაზე დაფუძნებული კულტურაში გაზრდილი ბავშვები გარშემორტყმულნი არიან არეულობით და ზოგჯერ კონფლიქტითაც კი. ეს საზოგადოებები სავსეა მკაცრი მოაზროვნეებით, რომლებიც იღებენ ცრურწმენებს და თავს არიდებენ ადამიანურ ღირსებას", - განაცხადა მელანია ტრამპმა.

 





მსგავსი სიახლეები
"ექსპერტთა საბჭო" უვნებლადაა, ხამენეის მემკვიდრეს მალე გამოვაცხადებთ" - ირანული სააგენტო
დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა
გაერო ირანში სკოლაზე თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის - „როიტერი
ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ შევწყვიტოთ ყოველგვარი ვაჭრობა ესპანეთთან - ჩვენ არ გვინდა არაფერი გვქონდეს საერთო მათთან
კირ სტარმერმა დაადასტურა, რომ ბრიტანეთი კვიპროსში, საკუთარ სამხედრო ბაზაზე ხომალდ HMS Dragon-ს გაგზავნის
,,ტრამპი მზად არის მხარი დაუჭიროს ირანის შიგნით არსებულ იმ ჯგუფებს, რომლებიც რეჟიმის დასამხობად იარაღის ხელში აღებას აპირებენ''- The Wall Street Journal
,,ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს''- ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,ირანის მიერ ურანის გამდიდრების სურვილმა აგრესია თუ გამოიწვია, მაშინ ეს კითხვებს ბადებს,''- სერგეი ლავროვი
,,ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს შორის ურთიერთობა კონფლიქტის ზღვარზეა''- Politico
საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩო გარდაუვალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს
,,ირანისგან მომავალი საფრთხის აღსაკვეთად საჭირო გახდება ირანის რეჟიმის შეცვლა''- ისრაელის ელჩი
ირანს აშშ-თან მოლაპარაკების გამართვა სურს, თუმცა ამისთვის „ძალიან გვიანია“ -ტრამპი
"ნაცმოძრაობა" ორიენტირებულია, საქართველო როგორმე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდეს და ისევ ბომბების წვიმა წამოვიდეს, მათი ყველა მოქმედება სწორედ ამაზეა გათვლილი -გია ვოლსკი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანის ნატანზის ბირთვული ობიექტის დაზიანება დაადასტურა
ევროპაში არ არიან მზად უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებისთვის
პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში, აშშ-ის საკონსულოში შეჭრის მცდელობისას დემონსტრანტებს ცეცხლი ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა გაუხსნეს
ევროპარლამენტში ირანის ყოფილი შაჰის შვილის, რეზა ფაჰლევის მიწვევას გეგმავენ
მელანია ტრამპმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა
დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ აშშ მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს, არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა -ჯეი დი ვენსი
ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს