"ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „უსარგებლოა" და დღესდღეობით დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. ამის შესახებ ტრამპმა The Sun-თან საუბრისას აღნიშნა.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე იერიშების დროს გაერთანებული სამეფოსგან მეტ მხარდაჭერას ელოდა და ვერ წარმოიდგენდა, დიდი ბრიტანეთისგან ოდესმე თუ მიიღებდა მსგავს კრიტიკას.
„ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ურთიერთობა აშკარად ისეთი არ არის, როგორიც იყო", - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატა აშშ-ის მიმართ, ვიდრე ბრიტანეთმა, რასაც ლონდონისგან არ ელოდა.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი მოვალეობაა, პირველ რიგში, ბრიტანეთის ინტერესები დაიცვას. სტარმერის განცხადებით, მას ესმის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილების გამო, არ ჩართულიყო პროცესში საწყის ეტაპზე, მაგრამ, სტარმერის თქმით, მისი მოვალეობა ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებით მოქმედებაა და გამიზნულად არ ჩაერთნენ ოპერაციაში თავიდანვე. პრემიერის განცხადებით, ირანისთვის საუკეთესო გზა მოლაპარაკების გზით ვითარების დარეგულირება და ბირთვული იარაღის განვითარების მისწრაფებებზე უარის თქმაა.
მსგავსი სიახლეები
,,დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით''- ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
"ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო" - დონალდ ტრამპი
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდება
ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც ექვსი წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო
,,ნარკოპოლიტიკა 4 ბურჯს უნდა ეფუძნებოდეს და მთავარი ამოცანა დამოკიდებულების შემცირებაა“ - მიხეილ სარჯველაძე
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
3 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები სპეციალური რეისები შესრულდება
დღეს საღამოს დუბაიდან ავიარეისები შეზღუდული რაოდენობით შესრულდება
დღეს, მირზა გელოვანის დაბადების დღეა
კობა კობალაძემ "ლივ ჰოსპიტალის" საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მარტის ამინდის პროგნოზი
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველი მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს