,,ირანისგან მომავალი საფრთხის აღსაკვეთად საჭირო გახდება ირანის რეჟიმის შეცვლა''- ისრაელის ელჩი
სრაელი ბოლო 47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმის მხრიდან მუდმივი ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ ცხოვრობდა, ისრაელის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა დიპლომატიური საშუალების ჩავარდნის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი ირანის მუდმივი და ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრა იყო, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ირანისგან მომავალი საფრთხის აღსაკვეთად საჭირო გახდება ირანის რეჟიმის შეცვლა, რისთვისაც აშშ და ისრაელი არიან მზად, რადგან უკან დასახევი გზა არ არსებობს.
ელჩის თქმით, მოკავშირეები მზად არიან და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.
„ჩვენი საჰაერო ძალების დარტყმები მიმართულია ტერორისტული სამიზნეების და ამ რეჟიმის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ. ამ საფრთხის აღმოფხვრა ამ რეჟიმის მოშორებას თუ ნიშნავს, დაე, ასე იყოს. უკან დასახევი გზა არ არსებობს. გადაწყვეტილება მიღებულია. მოგვიწევს ამ საფრთხის მოშორება. ამ რეჟიმს არ აქვს უფლება, გააგრძელოს ისრაელის მიმართ მუქარა და ტერორი რეგიონში ნებისმიერი ქვეყნის და, თუნდაც, ირანის ქუჩებში უდანაშაულო ირანელების წინააღმდეგ. იანვარში ვნახეთ, როგორ დახოცეს 36 000-ზე მეტი უდანაშაულო ირანელი, რომლებიც უბრალოდ თავისუფლებას ეძებდნენ. ვფიქრობ, ათობით მილიონი ირანელი ბედნიერი იქნება ამ საფრთხის მოხსნით. ვერ გეტყვით, რამდენი დრო დასჭირდება ამას, მაგრამ ერთი რამ ვიცი და ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ასევე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს ძალიან ნათლად განაცხადეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მიზანს უნდა მივაღწიოთ. იქნება ეს ერთი დღე, კვირა თუ კიდევ მეტი, ჩვენ მზად ვართ. ძალიან მომზადებული ვართ. ისრაელის ისტორიაში ყველა ჩვენი ომი თავდაცვითი იყო. ისრაელმა მშვიდობისთვის ხელი გაუწოდა მათ, ვისაც ახლო აღმოსავლეთში და ისრაელთან მშვიდობიანად ცხოვრება სურს. ჩვენ მშვიდობა გვაქვს სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, მაროკო, ეგვიპტე და იორდანია. ჩვენ არ შეგვიძლია ტერორისა და ძალადობის გზის ატანა, რაც ისრაელის სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხის შემცველია. ამას უნდა გავუმკლავდეთ. დიპლომატია თუ ჩავარდება, სხვა საშუალებებიც გვექნება ამასთან გასამკლავებლად", - განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ.
მსგავსი სიახლეები
"ექსპერტთა საბჭო" უვნებლადაა, ხამენეის მემკვიდრეს მალე გამოვაცხადებთ" - ირანული სააგენტო
დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა
გაერო ირანში სკოლაზე თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის - „როიტერი
ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ შევწყვიტოთ ყოველგვარი ვაჭრობა ესპანეთთან - ჩვენ არ გვინდა არაფერი გვქონდეს საერთო მათთან
კირ სტარმერმა დაადასტურა, რომ ბრიტანეთი კვიპროსში, საკუთარ სამხედრო ბაზაზე ხომალდ HMS Dragon-ს გაგზავნის
,,ტრამპი მზად არის მხარი დაუჭიროს ირანის შიგნით არსებულ იმ ჯგუფებს, რომლებიც რეჟიმის დასამხობად იარაღის ხელში აღებას აპირებენ''- The Wall Street Journal
,,ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს''- ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,ირანის მიერ ურანის გამდიდრების სურვილმა აგრესია თუ გამოიწვია, მაშინ ეს კითხვებს ბადებს,''- სერგეი ლავროვი
,,ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს შორის ურთიერთობა კონფლიქტის ზღვარზეა''- Politico
საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩო გარდაუვალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს
,,ირანისგან მომავალი საფრთხის აღსაკვეთად საჭირო გახდება ირანის რეჟიმის შეცვლა''- ისრაელის ელჩი
ირანს აშშ-თან მოლაპარაკების გამართვა სურს, თუმცა ამისთვის „ძალიან გვიანია“ -ტრამპი
"ნაცმოძრაობა" ორიენტირებულია, საქართველო როგორმე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდეს და ისევ ბომბების წვიმა წამოვიდეს, მათი ყველა მოქმედება სწორედ ამაზეა გათვლილი -გია ვოლსკი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანის ნატანზის ბირთვული ობიექტის დაზიანება დაადასტურა
ევროპაში არ არიან მზად უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებისთვის
პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში, აშშ-ის საკონსულოში შეჭრის მცდელობისას დემონსტრანტებს ცეცხლი ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა გაუხსნეს
ევროპარლამენტში ირანის ყოფილი შაჰის შვილის, რეზა ფაჰლევის მიწვევას გეგმავენ
მელანია ტრამპმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა
დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ აშშ მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს, არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა -ჯეი დი ვენსი
ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს