საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორ სტივ დეინსს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი.
დეპუტატ ეკა სეფაშვილის განცხადებით, საქართველოს ინტერესია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.
დეპუტატის თქმით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი ამერიკისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და ამ პროცესში საქართველოს განსაკუთრებული როლი ენიჭება.
„საუბარი იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. აშშ-თან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის. აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და ამ რეგიონთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაში, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორ სტივ დეინსს შეხვდა
ისინი იმაზე უფრო სწრაფად იშლებიან, ვიდრე ხსნიან, თუ რის გაკეთებას აპირებენ ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს - დავით ქართველიშვილი
საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ვისაც გადარჩენა უნდა, შემოგვიერთდება
იაგო ხვიჩია - ოპოზიციის შეთანხმების ტექსტში უნდა ჩაიწეროს მარტივი სიტყვები, „ჩვენ ვთანხმდებით ერთადერთ რაღაცაზე, მიშა ყოველთვის მართალია“, ყველა პრობლემა ერთ წამში აღმოიფხვრება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთობაზე - აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია
,,ოპოზიციის გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი - ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო''- ვოლსკი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას მხარი დაუჭირა
კახა კალაძე შაბათს და კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს
ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
,,ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,დააფასე, რაც გაგაჩნია და ნუ იწვევ საკუთარ თავზე განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ'' - დავით ქართველიშვილი
,,ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ, არის ის, რომ ავკრძალოთ''- პაპუაშვილი
,,უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის''-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
,,ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან''- მაკა ბოჭორიშვილი
დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი
საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა
ხატია დეკანოიძე - ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან