4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

 

ვერძი

წვეულებაზე, სადაც მეგობრები დაგპატიჟებენ, რომანტიკული ნაცნობობა გელით. პირად ურთიერთობებში მეტ-ნაკლები სტაბილურობაა, თუმცა არ არის გამორიცხული უთანხმოება წვრილმან საკითხებზე.

აქტიური ნაბიჯებისგან თავს საკმაოდ დიდხანს იკავებდით და უმოქმედობის გამო საკუთარ თავსაც კი საყვედურობდით, თუმცა ამისთვის შესაფერისი დრო ჯერ არ იყო. სამაგიეროდ, ახლა მოქმედების დროა! გაითვალისწინეთ, რომ უახლოეს მომავალში გზაზე ჩვეულებრივზე მეტი დაბრკოლება შეგხვდებათ.

ბოლო დროს ენერგიის ნაკლებობას ხომ არ უჩივით? ეცადეთ, დღის განრიგი შეცვალოთ, დასვენებასა და სრულფასოვან ძილს მეტი დრო დაუთმოთ.

კურო

ეცადეთ, პარტნიორთან ურთიერთობაში გარკვეული იდუმალება შეინარჩუნოთ. ყურადღებით მოეკიდეთ საყვარელი ადამიანის თხოვნას - თქვენმა გულგრილობამ შესაძლოა გული ძლიერად ატკინოს.

სამსახურში დაძაბულობა იმატებს, რაც კოლეგებს შორის ურთიერთობაზეც აისახება. ის, ვინც გუშინ კეთილგანწყობილი იყო, დღეს შეიძლება თქვენს ოპონენტად იქცეს. გეგმები წარმატებით განახორციელეთ, თუმცა შინაგანად საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილო იქნებით, რაც ნერვულ ფონსა და ჯანმრთელობაზე აისახება. გახსოვდეთ, რომ შინაგანი დაძაბულობა და უძილობა თქვენს ჯანმრთელობას ძალიან დააზიანებს.

ტყუპები

თქვენი უნარების გამოსავლენად შუადღეს და საღამო საუკეთესო დროა, დილის საათები კი სასიყვარულო შეხვედრებისთვის იდეალურია. ეცადეთ, გარშემომყოფებთან კამათს და დაპირისპირებას თავი აარიდოთ. მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობაში მოთმინება და თავშეკავება დაგჭირდებათ. შესაძლოა ბრჭყვიალა და მაცდურმა იდეებმა მიგიზიდოთ, მაგრამ ფრთხილად იყავით - ეს ყველაფერი უბრალოდ ილუზიაა.

ამ პერიოდში ფინანსურ საკითხებში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ. "კეთილის მსურველთა" რჩევებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ხშირ შემთხვევაში, მათი დასკვნები მცდარია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემებს ფილოსოფიურად მიუდგეთ და მალე მათი არსებობა დაგავიწყდებათ. ეცადეთ, შეურიგდეთ ყველას, ვისთანაც უთანხმოება გაქვთ - ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოგვარდება.

კირჩხიბი

ბედნიერების მისაღწევად ინიციატივა ხელში უნდა აიღოთ და იმოქმედოთ - პასიური მოლოდინი სასურველ შედეგს იშვიათად იძლევა. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერი მოძველებულისა და ზედმეტისგან გათავისუფლდეთ და სახლში თუ პირად ურთიერთობებში წესრიგი დაამყაროთ. ამჟამად თქვენი გონება განსაკუთრებით მახვილი და გამჭრიახია.

ბიზნესმენებისთვის ხელსაყრელი დროა კონფერენციების, პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლებისთვის. დროა, დამატებით შემოსავალზე იფიქროთ და ვაკანსიების გვერდი ყურადღებით დაათვალიეროთ. დღის მეორე ნახევარში მცირე ოჯახური დღესასწაული მოაწყვეთ და ემოციების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ.

ლომი

თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება წინააღმდეგობა, რომლის გადაჭრა რთული იქნება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ პირად ურთიერთობებში ნაჩქარევ და დაუფიქრებელ ნაბიჯებს მოერიდოთ. წყვილებში, რომლებიც დიდი ხანია ერთად არიან, მოსალოდნელია დაპირისპირება. უთანხმოების მიზეზი მარადიული თემებია: ფულის ხარჯვა და შვილების აღზრდა.

მალე გარდერობის განახლების სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ ზომიერება დაიცვათ და გაუმართლებელი ხარჯებისგან თავი შეიკავოთ. გაითვალისწინეთ, რომ კულინარიული ექსპერიმენტები, ცხიმიანი და ტკბილი საკვები ხშირად გადაღლას და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს იწვევს.

ქალწული

ამ დღეს პლანეტები გაძლევენ შანსს, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის რაიმე სასარგებლო გააკეთოთ. შესაძლოა მცირე უთანხმოება ახლობლებთან. რა თქმა უნდა, საბოლოოდ პრობლემა მოგვარდება, თუმცა ღირდა ნერვების მოშლა გაუგებრობებზე, რომელთა თავიდან აცილება ადვილად შეიძლებოდა?

ამ დღიდან თქვენი ავტორიტეტი საგრძნობლად განმტკიცდება, რაც კარიერულ წინსვლაზე დადებითად აისახება. კარგი იქნება, თუ რჩევისთვის გამოცდილ ადამიანს მიმართავთ - მისი ცოდნა რთულ ფინანსურ სიტუაციაში დაგეხმარებათ. დღეს ნებისმიერი აქტივობისთვის არახელსაყრელი დღეა. მორალურად და ფიზიკურად გამოფიტული ხართ, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას ვერ შეძლებთ.

სასწორი

ფრთხილად იყავით - შესაძლოა მსუბუქი გატაცება ნამდვილ სიყვარულში აგერიოთ! გირჩევთ, ცოტა ხნით განმარტოვდეთ და შინაგან ხმას მოუსმინეთ, რომელიც მნიშვნელოვან მინიშნებას მოგცემთ.

ადამიანები, რომლებიც ყველგან და ყოველთვის ცდილობენ საკუთარი პირობები წამოაყენონ და სხვას ანგარიშს არ უწევენ, პარტნიორის უკმაყოფილებასა და გაღიზიანებას შეეჯახებიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დათმობაზე წახვიდეთ. ბიზნესისა და კარიერის სფეროში კონფლიქტები და არახელსაყრელი გარემოებები გელით. თავშეკავება გამოიჩინეთ უფროსობასთან და კოლეგებთან ურთიერთობისას.

დღის მეორე ნახევარში თვითკონტროლი დაგჭირდებათ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. სუფთა ჰაერზე ხანგრძლივი გასეირნება დაგროვილი სტრესის დაძლევასა და უძილობასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

თუ საყვარელი ადამიანი გულგრილად გექცევათ და ნაკლებ ყურადღებას გაქცევთ, საკუთარ თავში ძალა გამონახეთ, რომ დაელაპარაკოთ და მომხდარის მიზეზი გაარკვიოთ. ამ დღეს სანამ სხვისი თხოვნის შესრულებას შეუდგებით, საკუთარ საქმეებს უნდა მიხედოთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოთმინება გამოიჩინოთ - ციური სხეულების არახელსაყრელმა განლაგებამ შესაძლოა სამსახურში მცირე უსიამოვნებები გამოიწვიოს. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ დაპირებებთან დაკავშირებით და ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ნურავის ენდობით. ნაკლები ყურადღება დაუთმეთ პოლიტიკურ სიახლეებს, თორემ უძილობას ვერ აიცილებთ.

მშვილდოსანი

პირად ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება, მზად იყავით გადამწყვეტი მოქმედებებისთვის. თუ თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მათზე მუშაობა დაგჭირდებათ. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ახლობლები თქვენს პირად სივრცეში იჭრებიან, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ თქვენზე ზრუნავენ.

შესაძლოა, მალე საქმიანობის სფეროს შეცვლა და ახალი პროექტის დაწყება მოგინდეთ. გაბედეთ - ჰოროსკოპი ამბობს, რომ იღბალი თქვენს მხარესაა! მოსალოდნელია საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები.

ამ დღეს თქვენი ენერგეტიკული ველი არასტაბილურია, ამიტომ ეცადეთ არ გადაიღალოთ, თორემ ძალების აღდგენა გაგიჭირდებათ.

თხის რქა

დროა, გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსებისგან გათავისუფლდეთ - ახლა სტილის შეცვლა ნამდვილად წაგადგებათ. ოჯახურ ურთიერთობებში სიხარული, ფსიქოლოგიური კომფორტი და ურთიერთნდობა გელით, თუმცა, ამჯერად მოგზაურობას და სახლიდან სადმე შორს წასვლას არ გირჩევთ.

დღეს შეიძლება ახალ სამსახურსა თუ პროექტთან დაკავშირებით მოულოდნელი შემოთავაზება მიიღოთ. მერკურისა და სატურნის ჰარმონიული განლაგების წყალობით კომერციული ოპერაციები წარმატებული იქნება.

სატურნის გავლენით, ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შესაძლოა სახსრების ტკივილმა თავი შეახსენოს. თუ უსიამოვნო სიმპტომებს იგრძნობთ, ფიზიკურ გადატვირთვას მოერიდეთ.

მერწყული

ხანმოკლე მოგზაურობა სასიყვარულო კავშირის დამყარებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ რომ საყვარელი ადამიანისთვის ლამაზი და ორიგინალური საჩუქარი შეარჩიოთ - დიდი ხანია მისთვის ყურადღება არ მიგიქცევიათ. ამ დღის ენერგია ნაყოფიერ მუშაობას, წარმატებული კავშირების დამყარებასა და მატერიალური საკითხების მოგვარებას ხელს შეუწყობს. კარგი დღეა სწავლისა და საქმიანი მივლინებებისთვის.

ფინანსური დამოუკიდებლობის სურვილი დიდია, თუმცა ნუ გარისკავთ - შეიძლება არ გაგიმართლოთ. აქტიური ცხოვრების წესი არა მხოლოდ ენერგიას გმატებთ, არამედ ახალგაზრდობის შენარჩუნებაშიც გეხმარებათ, ამიტომ გამონახეთ დრო სპორტისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის.

თევზები

ამ დღეს შეძლებთ უჩვეულო გონებამახვილობა და ქარიზმა გამოავლინოთ, რითაც ჭკვიანი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობთ. ყოველდღიური საზრუნავის მიუხედავად, ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან რომანტიკული პაემნისთვის დრო გამონახოთ - ეს თქვენს ცხოვრებაში ძველ ნაპერწკალს დააბრუნებს.

ვარსკვლავები პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას გპირდებიან. თქვენი ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა საქმის საბოლოო შედეგებზე დადებითად აისახება. ისწავლეთ ემოციების მართვა - ადრე თუ გვიან ეს უნარი აუცილებლად გამოგადგებათ.

 

 





მსგავსი სიახლეები
4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
,,დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით''- ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
"ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო" - დონალდ ტრამპი
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდება
ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც ექვსი წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო
,,ნარკოპოლიტიკა 4 ბურჯს უნდა ეფუძნებოდეს და მთავარი ამოცანა დამოკიდებულების შემცირებაა“ - მიხეილ სარჯველაძე
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
3 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები სპეციალური რეისები შესრულდება
დღეს საღამოს დუბაიდან ავიარეისები შეზღუდული რაოდენობით შესრულდება
დღეს, მირზა გელოვანის დაბადების დღეა
კობა კობალაძემ "ლივ ჰოსპიტალის" საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მარტის ამინდის პროგნოზი