თოვლის სქელმა საფარმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა -თბილისის მერია

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლის სქელმა საფარმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია. დიდთოვლობამ მძიმე გავლენა მოახდინა როგორც უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციებზე, ისე მნიშვნელოვან ექსპონატებზე.

„დაზიანებულია იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

არსებული მდგომარეობა, სპეციალისტების შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებს. ამ ეტაპზე, ბაღის ადმინისტრაცია და შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებულნი და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს დაზიანებული ტერიტორიების გაწმენდა, რისკების შეფასება და ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის დამატებითი პრევენციული ზომების შემუშავება.

ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, პროცესში ჩართულია ბაღის შესაბამისი მიმართულების სამსახურები. სპეციალისტები ეტაპობრივად აფასებენ მიყენებულ ზარალს და ამუშავებენ აღდგენითი ღონისძიებების დეტალურ გეგმას.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტიქიის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი დრო და რესურსი იქნება საჭირო.

ბაღის დროებითი დახურვა პრევენციული გადაწყვეტილებაა, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებას. სამუშაოების დასრულებისთანავე, ის ტერიტორიები, სადაც ამჟამად გადაადგილება შეზღუდულია, ეტაპობრივად დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
თოვლის სქელმა საფარმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა -თბილისის მერია
ომანიდან თბილისის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი სპეციალური რეისი გამოფრინდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან
ახლო აღმოსავლეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი სპეციალური რეისი ომანის დედაქალაქიდან შესრულდა
4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
,,დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით''- ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
"ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო" - დონალდ ტრამპი
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდება
ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც ექვსი წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო
,,ნარკოპოლიტიკა 4 ბურჯს უნდა ეფუძნებოდეს და მთავარი ამოცანა დამოკიდებულების შემცირებაა“ - მიხეილ სარჯველაძე
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
3 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები სპეციალური რეისები შესრულდება
დღეს საღამოს დუბაიდან ავიარეისები შეზღუდული რაოდენობით შესრულდება
დღეს, მირზა გელოვანის დაბადების დღეა
კობა კობალაძემ "ლივ ჰოსპიტალის" საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა