კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა

3 მარტს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა.

სამსახურის დირექტორმა იმერეთის რეგიონში, კერძოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შმაგი სოფრომაძის დედას, ქალბატონ ქეთოს, ვანის მუნიციპალიტეტში, შინდისის ბრძოლის გმირის, მიხეილ დვალიშვილის დედას, ქალბატონ მედეას, შემდეგ გურიაში ოზურგეთში, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დედას, ქალბატონ ციურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, აფხაზეთის ომში დაღუპული ბესარიონ ვასაძის დედას, ქალბატონ მეგისას დედის დღე მიულოცა.

შემდეგ, კობა კობალაძე, ქ. ფოთში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების თემურ ფიჩხაიასა და ზვიად ბარბაქაძის დედებს ქალბატონებს ეთერსა და მთვარისას ეწვია.

სამსახურის ხელმძღვანელი, მოგვიანებით, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის დედას ესტუმრა.

კობა კობალაძემ, ქალბატონებს, სამშობლოს ერთგული შვილების გაზრდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და დღეგრძელობა და მხნეობა უსურვა.

„ჩვენი ერი ამაყია ასეთი ღირსეული ქალბატონებით, რადგან სწორედ ასეთი გმირი დედები უზრდიდნენ ქვეყანას გმირ შვილებს, რომელთა თავგანწირვა, სამშობლოს სიყვარული და ერთგულება თაობიდან თაობას გადაეცემოდა ცხოვრების მაგალითად. სწორედ ასეთმა ღირსეულმა, გმირმა ქალებმა და კაცებმა მოიტანეს ჩვენი სანუკვარი ქვეყანა აქამდე! კიდევ ერთხელ მადლობა მათ! ქედს ვიხრი მათი ღვაწლის წინაშე! მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა_ ამ გმირი დედების შეუფასებელი ამაგი, მათი გაზრდილი გმირების დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის და ეს ქვეყანა იქნება ერთიანი და ძლიერი", - განაცხადა კობა კობალაძემ.

ინფორმაციისთვის, დედის დღე, საქართველოში, 35 წლის წინ დაწესდა.

1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილება დაამტკიცა, რომელიც 3 მარტის დედის დღედ დაწესებას გულისხმობდა.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წელს მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა
კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა
თოვლის სქელმა საფარმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა -თბილისის მერია
ომანიდან თბილისის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი სპეციალური რეისი გამოფრინდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან
ახლო აღმოსავლეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი სპეციალური რეისი ომანის დედაქალაქიდან შესრულდა
4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
,,დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით''- ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
"ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო" - დონალდ ტრამპი
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდება
ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც ექვსი წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო
,,ნარკოპოლიტიკა 4 ბურჯს უნდა ეფუძნებოდეს და მთავარი ამოცანა დამოკიდებულების შემცირებაა“ - მიხეილ სარჯველაძე
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
3 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები სპეციალური რეისები შესრულდება
დღეს საღამოს დუბაიდან ავიარეისები შეზღუდული რაოდენობით შესრულდება
დღეს, მირზა გელოვანის დაბადების დღეა
კობა კობალაძემ "ლივ ჰოსპიტალის" საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა