მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის-კახა კალაძე

მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ საომარი მოქმედებების გამო, ირანელ და ებრაელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და სრულიად რეგიონს მშვიდობა უსურვა.

„საომარი მოქმედებები რეგიონის ყველა ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ამდენად, რასაკვირველია, ვერ ვიქნებით გულგრილნი ამ პროცესისადმი. სამძიმარს ვუცხადებ, როგორც ირანის მოსახლეობას, ისე ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს. ვუსურვებ მათ მშვიდობას. მშვიდობა ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, რადგან მის გარეშე შეუძლებელია განვითარება და წინსვლა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცე დაიხურა. საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ და დღესაც იმყოფებიან დუბაიში, აბუ დაბიში.

საქართველოს მთავრობამ სპეციალური ჩარტერული რეისები დააორგანიზა. აღნიშნული თვითმფრინავები ომანიდან გამოფრინდებიან. მე გუშინაც ვისაუბრე ჩემს ვიდეო ჩართვაში და დღესაც გავიმეორებ, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, როდესაც საქმე ეხება საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობას და პრემიერ-მინისტრს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა, მადლობა გადაუხადა ქართველ ბიზნესმენებს, რომლებმაც შეძლეს საქართველოს 122 მოქალაქის უსასყიდლოდ გამომგზავრება მასკატიდან თბილისის მიმართულებით, მათ მიერ დაქირავებული კომერციული რეისით.

„ორი დღეა სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით, უამრავი სიცრუე, ცილისწამება ვრცელდება. ყველაფერს კადრულობენ. შემდეგ უკვირთ, რატომ იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, რაშიც არიან. აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს რეგიონს და მთელ მსოფლიოს. მადლობას გადავუხდი არაბთა გაერთიანებული საამიროების და კატარის მხარეებს ჩვენი მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. ასევე, ყველა ჩვენს მოქალაქეს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის -ირაკლი კობახიძე
მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის-კახა კალაძე
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
ოპოზიცია ბრიუსელში დადიოდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭოსო, ახლა ალბათ ამერიკას ეხვეწებიან, სტრატეგიული პარტნიორობა არ აღადგინოს-თენგიზ შარმანაშვილი
,,ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე'' -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორ სტივ დეინსს შეხვდა
ისინი იმაზე უფრო სწრაფად იშლებიან, ვიდრე ხსნიან, თუ რის გაკეთებას აპირებენ ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს - დავით ქართველიშვილი
საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ვისაც გადარჩენა უნდა, შემოგვიერთდება
იაგო ხვიჩია - ოპოზიციის შეთანხმების ტექსტში უნდა ჩაიწეროს მარტივი სიტყვები, „ჩვენ ვთანხმდებით ერთადერთ რაღაცაზე, მიშა ყოველთვის მართალია“, ყველა პრობლემა ერთ წამში აღმოიფხვრება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთობაზე - აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია
,,ოპოზიციის გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი - ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო''- ვოლსკი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას მხარი დაუჭირა
კახა კალაძე შაბათს და კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს
ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
,,ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის''- შალვა პაპუაშვილი