მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით -ნიკოლ ფაშინიანი


მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, დღეს შედგა სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა.

 

„რადგან სხდომა მეთხუთმეტეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა ვითარდება. მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი დღის წესრიგისა ის არის, რომ კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკური შედეგები გვქონდეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს საუბარი გვქონდა ორმხრივ ეკონომიკურ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე, სხვადასხვა საკითხზე გვქონდა დისკუსია. ასევე ვნახეთ, სად გვაქვს ყველაზე დიდი პოტენციალი თანამშრომლობის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მთელი ამ დროის განმავლობაში რომ მხარს უჭერს მშვიდობის პროცესს. პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. ქართველი ერის მხარდაჭერისთვის მინდა, გადაგიხადოთ მადლობა. იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით, საქართველოს ხელშეწყობით. ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და ნამდვილად მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, ის ეფუძნება არსებულ ხანგრძლივ ტრადიციას.

 

„არავისთვის არის უცხო, რომ სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სასურველი ადგილი დასვენებისთვის და ვიზიტებისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა, ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების სფეროებში აისახება ხალხთაშორის ურთიერთობებზე", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო სასესიო კვირაში წარადგენს
საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მასში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები -შალვა პაპუაშვილი
სომხეთის დელეგაციასთან პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე -პრემიერი
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის -ირაკლი კობახიძე
მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის-კახა კალაძე
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
ოპოზიცია ბრიუსელში დადიოდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭოსო, ახლა ალბათ ამერიკას ეხვეწებიან, სტრატეგიული პარტნიორობა არ აღადგინოს-თენგიზ შარმანაშვილი
,,ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე'' -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორ სტივ დეინსს შეხვდა
ისინი იმაზე უფრო სწრაფად იშლებიან, ვიდრე ხსნიან, თუ რის გაკეთებას აპირებენ ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს - დავით ქართველიშვილი
საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ვისაც გადარჩენა უნდა, შემოგვიერთდება
იაგო ხვიჩია - ოპოზიციის შეთანხმების ტექსტში უნდა ჩაიწეროს მარტივი სიტყვები, „ჩვენ ვთანხმდებით ერთადერთ რაღაცაზე, მიშა ყოველთვის მართალია“, ყველა პრობლემა ერთ წამში აღმოიფხვრება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთობაზე - აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია
,,ოპოზიციის გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი - ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო''- ვოლსკი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას მხარი დაუჭირა