საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მასში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები -შალვა პაპუაშვილი
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„300 გვერდზე მეტი მოცულობის დოკუმენტში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დანაშაულები - თუ როგორ შეიქმნა და მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილი წამების სისტემა, როგორ ხორციელდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მკვლელობები, როგორ ხდებოდა ბიზნესის რეკეტი, როგორ ხდებოდა მედიის მიტაცება და როგორი იყო ჩადენილი დანაშაულები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის პირობებში", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დოკუმენტში, რომლის ინგლისური თარგმანიც მომზადდა და გამოიცა, დეტალურადაა აღწერილი თითოეული პოლიტიკური თუ სისხლისსამართლებრივი დანაშაული.
„ეს დოკუმენტი გადაეცემა ყველა საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ საელჩოების მეშვეობით მივიდეს ყველა რელევანტურ აქტორთან, მათ შორის მათთან, ვინც დღემდე „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის იმ პერიოდის მხარდამჭერები არიან საზღვარგარეთ. დღემდე „ევროპის სახალხო პარტია" არ აძევებს საკუთარი რიგებიდან „ნაციონალურ მოძრაობას" და სხვა გაერთიანებები მის დანაყოფებს საკუთარი რიგებიდან. დღემდე ამ დანაშაულის მთავარ ორგანიზატორს, შემოქმედსა და იდეოლოგს - მიხეილ სააკაშვილს ტაშს უკრავენ ზოგიერთი უცხოელი აქტორები, რითიც, უპირველეს ყოვლისა, ჩრდილს აყენებენ ევროპულ ღირებულებებს, დასავლეთს. ეს დოკუმენტი მივა ყველა რელევანტურ ადამიანამდე, ყველა კვლევით ორგანიზაციამდე, რათა თითოეული მტკიცებულებით ყველამ იცოდეს, თუ როგორი დიქტატორული რეჟიმი იყო 2012 წლამდე საქართველოში, რომლის რეინკარნაციასაც ახლა, როგორც ვხედავთ, ცდილობენ სწორედ ამ რეჟიმის შემქმნელი ადამიანები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს - როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით -არჩილ ბერიძე
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო სასესიო კვირაში წარადგენს
საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მასში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები -შალვა პაპუაშვილი
სომხეთის დელეგაციასთან პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე -პრემიერი
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის -ირაკლი კობახიძე
მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის-კახა კალაძე
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
ოპოზიცია ბრიუსელში დადიოდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭოსო, ახლა ალბათ ამერიკას ეხვეწებიან, სტრატეგიული პარტნიორობა არ აღადგინოს-თენგიზ შარმანაშვილი
,,ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე'' -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორ სტივ დეინსს შეხვდა
ისინი იმაზე უფრო სწრაფად იშლებიან, ვიდრე ხსნიან, თუ რის გაკეთებას აპირებენ ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს - დავით ქართველიშვილი
საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ვისაც გადარჩენა უნდა, შემოგვიერთდება
იაგო ხვიჩია - ოპოზიციის შეთანხმების ტექსტში უნდა ჩაიწეროს მარტივი სიტყვები, „ჩვენ ვთანხმდებით ერთადერთ რაღაცაზე, მიშა ყოველთვის მართალია“, ყველა პრობლემა ერთ წამში აღმოიფხვრება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთობაზე - აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია