დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს - როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით -არჩილ ბერიძე
„დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს - როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. შეცდომებიც შესაძლებელია - ეს ბუნებრივია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას მომავალი თაობებისთვის, რათა მათ კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო ააშენონ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ ბერიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
არჩილ ბერიძის განცხადებით, საქართველო ევროპის ნაწილი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატთა კაბინეტები ჯერ კიდევ არ არსებობდა.
„ჩვენ არ ვემსახურებით არავის. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს. ფიქრობდნენ, რომ ეს ქვეყანა ვერ გაუძლებდა ზეწოლას. ფიქრობდნენ, რომ ეკლესიას დაანგრევდნენ. ფიქრობდნენ, რომ საზოგადოებას დაქსაქსავდნენ. შეცდნენ. საქართველო არასოდეს იწყებოდა გრანტებით და არასოდეს დასრულდება უცხოური ინსტრუქციებით. ევროპა თქვენ არ აგიშენებიათ. ევროპა მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაციაა. ის არ ეკუთვნის არც ერთ ბიუროკრატს, არც ერთ იდეოლოგიას. ევროპა არის კულტურა. ევროპა არის ქრისტიანული ცივილიზაცია. ევროპა არის კონსერვატიული ფესვები და ეროვნული იდენტობა. და ჩვენ ამ ევროპის ნაწილი ვიყავით მაშინაც, როცა ეს კაბინეტები ჯერ არ არსებობდა. ბოროტსა სძლია კეთილმან - ეს ჩვენი სიტყვებია ეს ჩვენი გამოცდილებაა. ეს ჩვენი ისტორიაა. ნუ გვიყურებთ ზემოდან. ნუ გგონიათ, რომ საქართველო მხოლოდ პოლიტიკური ელიტაა. ამ ქვეყნის ბირთვი - ხალხია. ერი, რომელსაც აქვს ენა, მამული და სარწმუნოება ენა, მამული, სარწმუნოება - ეს არის ჩვენი საზომი. არა გრანტი, არა ინსტრუქცია, არა მითითება და ვინც ამას ვერ გაიგებს ის ვერასოდეს გაიგებს საქართველოს", - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს - როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით -არჩილ ბერიძე
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო სასესიო კვირაში წარადგენს
საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მასში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები -შალვა პაპუაშვილი
სომხეთის დელეგაციასთან პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე -პრემიერი
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის -ირაკლი კობახიძე
მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის-კახა კალაძე
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
ოპოზიცია ბრიუსელში დადიოდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭოსო, ახლა ალბათ ამერიკას ეხვეწებიან, სტრატეგიული პარტნიორობა არ აღადგინოს-თენგიზ შარმანაშვილი
,,ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე'' -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორ სტივ დეინსს შეხვდა
ისინი იმაზე უფრო სწრაფად იშლებიან, ვიდრე ხსნიან, თუ რის გაკეთებას აპირებენ ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს - დავით ქართველიშვილი
საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ვისაც გადარჩენა უნდა, შემოგვიერთდება
იაგო ხვიჩია - ოპოზიციის შეთანხმების ტექსტში უნდა ჩაიწეროს მარტივი სიტყვები, „ჩვენ ვთანხმდებით ერთადერთ რაღაცაზე, მიშა ყოველთვის მართალია“, ყველა პრობლემა ერთ წამში აღმოიფხვრება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთობაზე - აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია