მაკა ბოჭორიშვილი: თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა კორიდორს, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია
როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ან დაკავშირებადობაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში რომელიმე ქვეყნის ამოგლეჯა სამხრეთ კავკასიიდან, აზრს მოკლებულია და სწორედ ამიტომ აზრს კარგავს, როდესაც ვინმე საუბრობს სამხრეთ კავკასიაზე ერთი ქვეყნის გამოკლებით. თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა კორიდორს, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა „ტრიპის" პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„პრემიერ-მინისტრმა, ფაშინიანმა მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რა განხილვები მიმდინარეობს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით აშშ-სთან, აზერბაიჯანთან და ზოგადად, როგორ წარმოუდგენიათ ამ პროექტის განხორციელება, რაც მნიშვნელოვანია.
ერთი რამ რაც ცალსახად აღინიშნა ორივე მხრიდან, ეს არის, რომ რეგიონის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება ალტერნატიული მარშრუტები, რაც კიდევ უფრო მეტი ტვირთის და მეტი შესაძლებლობების მოზიდვას უზრუნველყოფს. ამ კონტექსტში პირველ რიგში მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში და ეს ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ პროექტებზე, რა თქმა უნდა ეს უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს. არ შეიძლება არ აღვნიშნო ამ კონტექსტში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ ეკონომიკური პროექტის განხორციელებაში", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის, „ქუინსი ინსტიტუტის“ დირექტორს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა კორიდორს, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს - როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით -არჩილ ბერიძე
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო სასესიო კვირაში წარადგენს
საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მასში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები -შალვა პაპუაშვილი
სომხეთის დელეგაციასთან პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე -პრემიერი
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის -ირაკლი კობახიძე
მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის-კახა კალაძე
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
ოპოზიცია ბრიუსელში დადიოდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭოსო, ახლა ალბათ ამერიკას ეხვეწებიან, სტრატეგიული პარტნიორობა არ აღადგინოს-თენგიზ შარმანაშვილი
,,ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე'' -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორ სტივ დეინსს შეხვდა
ისინი იმაზე უფრო სწრაფად იშლებიან, ვიდრე ხსნიან, თუ რის გაკეთებას აპირებენ ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს - დავით ქართველიშვილი
საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ვისაც გადარჩენა უნდა, შემოგვიერთდება