,,საქართველოს ხელისუფლება და საელჩოები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხო და დროულ დაბრუნებას''- მაკა ბოჭორიშვილი

 

საგარეო საქმეტა მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში იმ ქვეყნებიდან, სადაც ფრენები შეფერხებულია.

"საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიმართოს საქართველოს საელჩოებს და დააფიქსიროს სურვილი, თუ მას სურს სამშობლოში დაბრუნება. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ - იმ ქვეყნებში, სადაც დღეს საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, საუბარი არის ამ შემთხვევაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ასევე კატარის სახელმწიფოზე, სადაც საჰაერო სივრცე დაკეტილია და ვერ ხორციელდება ფრენები, ორივე სახელმწიფო დიდი მზრუნველობით ექცევა იმ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ ამ სახელმწიფოებში და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იყვნენ მშვიდად და ერთგვარად ფარავენ კიდეც ხარჯებს მათი იქ ყოფნის. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ სახელმწიფოების მხრიდან და ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. თუმცა, არიან მოქალაქეები, რომელთაც სურთ, რომ დროულად დაბრუნდნენ სამშობლოში და ამის შესაძლებლობა დღეს არ არსებობს, არც ერთი ავიაკომპანიის მიერ არ ყოფილა შეთავაზებული რაიმე, ასე ვთქვათ, კომერციული რეისები, ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სრულიად უფასოდ შეეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობა, რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება და საელჩოები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხო და დროულ დაბრუნებას.

"დღეს დილით უკვე განხორციელდა ერთი რეისი ომანიდან. მასკატიდან საქართველოში დაბრუნდნენ საქართველოს მოქალაქეები. დღეს, ასევე იგეგმება შემდეგი სპეციალური რეისი, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე განხორციელდება საუდის არაბეთიდან. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ახლო ლოკაციებიდან მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა იმისათვის, რომ მათ დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნათ აეროპორტებში მისვლამდე და დამატებითი პრობლემები არ იყოს მათი გადაადგილების დროს. საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს საელჩოები ყველაფერს აკეთებენ, რომ მუდმივად იყვნენ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებთან და ამ შემთხვევაში, ნამდვილად ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ნიშნით ხდება საქართველოს მოქალაქეების შერჩევა. ეს არის მტკნარი სიცრუე, ამას დაადასტურებს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, ვინც მოხვდა სატელეფონო ზარზე თუ ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციაში საქართველოს საელჩოებთან", - განაცხადა მინისტრმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება
,,საქართველოს ხელისუფლება და საელჩოები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხო და დროულ დაბრუნებას''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის, „ქუინსი ინსტიტუტის“ დირექტორს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა კორიდორს, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს - როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით -არჩილ ბერიძე
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო სასესიო კვირაში წარადგენს
საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მასში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები -შალვა პაპუაშვილი
სომხეთის დელეგაციასთან პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე -პრემიერი
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის -ირაკლი კობახიძე
მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის-კახა კალაძე
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
ოპოზიცია ბრიუსელში დადიოდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭოსო, ახლა ალბათ ამერიკას ეხვეწებიან, სტრატეგიული პარტნიორობა არ აღადგინოს-თენგიზ შარმანაშვილი
,,ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე'' -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორ სტივ დეინსს შეხვდა
ისინი იმაზე უფრო სწრაფად იშლებიან, ვიდრე ხსნიან, თუ რის გაკეთებას აპირებენ ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს - დავით ქართველიშვილი