,,CIA მუშაობს ქურთული ძალების შეიარაღებაზე, რათა ირანში აჯანყება გამოიწვიოს''- CNN
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მუშაობს ქურთული ძალების შეიარაღებაზე, რომლის მიზანიც ირანში სახალხო აჯანყების პროვოცირებაა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანულ ოპოზიციურ ჯგუფებთან და ერაყში მყოფ ქურთ ლიდერებთან მათთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის თაობაზე - განაცხადეს წყაროებმა.
ირანულ ქურთულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს ათასობით მებრძოლი ჰყავთ ერაყ-ირანის საზღვრის გასწვრივ, ძირითადად ერაყის ქურთისტანის რეგიონში.
ომის დაწყებიდან მოყოლებული, რამდენიმე დაჯგუფებამ გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელიც მიანიშნებს გარდაუვალ მოქმედებებზე და მოუწოდებს ირანის სამხედრო ძალებს დეზერტირობისკენ.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" (IRGC) პერიოდულად ახორციელებს დარტყმებს ქურთულ ჯგუფებზე. სამშაბათს კორპუსმა განაცხადა, რომ ქურთულ ძალებს ათეულობით დრონით დაესხა თავს.
CIA-ს მხარდაჭერა ირანული ქურთული ჯგუფებისადმი ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ და ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მაღალჩინოსანმა.
ირანის ქურთული ოპოზიციური ძალები უახლოეს დღეებში დასავლეთ ირანში სახმელეთო ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას - განუცხადა CNN-ს ირანელ ქურთთა მაღალჩინოსანმა.
ირანული ქურთული ჯგუფების შეიარაღების ნებისმიერ მცდელობას დასჭირდება ერაყელი ქურთების მხარდაჭერა, რათა მათ გაატარონ იარაღი და დაუშვან ერაყის ქურთისტანის გამოყენება პლაცდარმად.
მსგავსი სიახლეები
„ესპანეთი არავის ვასალი არ გახდება''- ესპანეთის ვიცე-პრემიერი
,,CIA მუშაობს ქურთული ძალების შეიარაღებაზე, რათა ირანში აჯანყება გამოიწვიოს''- CNN
ალექსანდრე ვუჩიჩი - ჰორმუზის სრუტე თუ არ გაიხსნება, ნავთობის ფასები ყველას გაანადგურებს
ირანის პრეზიდენტი - ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს
ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები
,,ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ''- აშშ-ის თავდაცვის მდივანი
რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელსაც ჩაგვითრია უკანონო ომში, არა - წარსულის შეცდომებს, არა - ომს -პედრო სანჩესი
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
ირანმა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი გადადო
ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
შრი ლანკის სანაპიროებთან წყალქვეშა ნავის ირანულ გემზე თავდასხმის შედეგად 101 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 78 კი დაიჭრა -"როიტერი"
აშშ-მა ეკვადორში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო
ისრაელი ბეირუთის სამხრეთ უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
მჯერა, რომ ვიქტორ ორბანი არჩევნებს წააგებს და უნგრეთთან ურთიერთობები ნორმალიზდება -ზელენსკი
მარკო რუბიომ და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირებმა კონგრესის წევრებს მოხსენება წარუდგინეს ირანში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით
"ექსპერტთა საბჭო" უვნებლადაა, ხამენეის მემკვიდრეს მალე გამოვაცხადებთ" - ირანული სააგენტო
დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა
გაერო ირანში სკოლაზე თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის - „როიტერი
ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ შევწყვიტოთ ყოველგვარი ვაჭრობა ესპანეთთან - ჩვენ არ გვინდა არაფერი გვქონდეს საერთო მათთან
კირ სტარმერმა დაადასტურა, რომ ბრიტანეთი კვიპროსში, საკუთარ სამხედრო ბაზაზე ხომალდ HMS Dragon-ს გაგზავნის