ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მიღებას ხვალ დილიდან განაახლებს

 

ბუნებრივი ტყეები, კლდეები, კანიონები და მცენარეთა მრავალფეროვანი კოლექცია - ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მიღებას, ხვალ, დილის 9 საათიდან განაახლებს.

ბოტანიკურ ბაღში დამთვალიერებლის მისაღებად სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ტერიტორიაზე ცენტრალური სავალი ნაწილები უკვე სრულად გაწმენდილია მოტეხილი ტოტებისა და ნარჩენებისგან. გზებზე უსაფრთხოდ და თავისუფლად გადაადგილდებიან ელექტრომობილებიც, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები და პეიზაჟები იშლება. ამ ეტაპზე, სამუშაოები გრძელდება ტყის მასივსა და ფერდობებზე, რის გამოც ვიზიტორებისთვის ბილიკებზე გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება.

უხვი ნალექის მოსვლიდან რამდენიმე საათში, ბაღის ტერიტორიაზე მუშაობა სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ორმა კომისიამ დაიწყო. ჯგუფები საგანგებო რეჟიმში ახორციელებენ უსაფრთხოებისა და უნიკალურ მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს. პარალელურად, მიმდინარეობს ზიანის შეფასება და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა.

თოვლის შედეგად, თბილისში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა დედაქალაქის მერმაც. მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ მერია თოვლს მომზადებული შეხვდა და პროცესში ყველა შესაბამისი სამსახური მომენტალურად ჩაერთო. უკვე აღდგენილია ელექტროგადამცემი ხაზები და გარე განათების ბოძები. ქუჩებიდან გრძელდება წაქცეული ხეებისა და დამტვრეული ტოტების გატანა. შესაბამისი უწყებები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მოქალაქეების შეტყობინებებზე რეაგირებას. მიმდინარეობს ზარალის დათვლაც.

ზამთრის ბოლო დღეებში დედაქალაქი უხვმა ნალექმა მოიცვა. ძლიერი თოვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

 





მსგავსი სიახლეები
გაზის მიწოდება 3500 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ამინდის პროგნოზი
ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მიღებას ხვალ დილიდან განაახლებს
საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისი დღეს საუდის არაბეთიდან შესრულდება
მიმდინარე წელს მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა
კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა
თოვლის სქელმა საფარმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა -თბილისის მერია
ომანიდან თბილისის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი სპეციალური რეისი გამოფრინდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან
ახლო აღმოსავლეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი სპეციალური რეისი ომანის დედაქალაქიდან შესრულდა
4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
,,დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით''- ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
"ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო" - დონალდ ტრამპი
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდება
ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც ექვსი წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო
,,ნარკოპოლიტიკა 4 ბურჯს უნდა ეფუძნებოდეს და მთავარი ამოცანა დამოკიდებულების შემცირებაა“ - მიხეილ სარჯველაძე
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი