,,საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა''- პაპუაშვილი

 

"კონფლიქტითა და საომარი მოქმედებებით დაფარულ ქვეყნებში, სადაც ფრენები აღარ არის, საქართველო ერთადერთი სახელმწიფო არის, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა ამ რეგიონიდან. უკვე შესრულდა ორი ფრენა, მესამე ფრენაც შესრულდება და ყველა მოქალაქე, ვისაც აქვს ამის საჭიროება, ჩვენს ხელისუფლებას გამოჰყავს ამ რეგიონიდან," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს საელჩოები 24 საათის განმავლობაში, რეგიონის ყველა ქვეყანაში კონტაქტზე იმყოფებიან.

 

"ჩვენი საელჩოები ყველა რეგიონში, რა თქმა უნდა, არიან 24 საათის განმავლობაში კონტაქტზე და ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგიონში არის შეუძლიათ დაუკავშირდნენ და მოიკითხონ შესაძლებლობები. ირანში საბედნიეროდ არ არის ბევრი მოქალაქე, რომელსაც ეს რამენაირად ეხება, თუმცა აქაც საელჩო კონტაქტზე არის ყველასთან, ვისაც შეიძლება რაიმე დახმარება სჭირდებოდეს.

 

დღეს ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი ჩამოჰყვა რეისს, რომელმაც თქვა, რომ ჩამოფრინდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფრენით და იქვე თქვა, რომ ის, ასევე, არის ინგლისის მოქალაქე და რომ მან ინგლისის საელჩოსაც მიმართა, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღია. ეს აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩვენი მოქალაქეების მიმართ და რა პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს. ასე, რომ მთავრობა ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით
"რასაც ჩვენ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა" - შალვა პაპუაშვილი
,,საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა''- პაპუაშვილი
,,მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა''-ნიკოლოზ სამხარაძე
,,არაფერი არ არის ომის დაწყებაზე ადვილი, რთული არის მშვიდობა" - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება
,,საქართველოს ხელისუფლება და საელჩოები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხო და დროულ დაბრუნებას''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის, „ქუინსი ინსტიტუტის“ დირექტორს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა კორიდორს, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს - როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით -არჩილ ბერიძე
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო სასესიო კვირაში წარადგენს
საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მასში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები -შალვა პაპუაშვილი
სომხეთის დელეგაციასთან პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე -პრემიერი
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის -ირაკლი კობახიძე
მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის-კახა კალაძე