საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე.

„საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა „შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივები იყო. ასევე განიხილეს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უსაფრთხოების, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა განიხილება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხზე", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.

შეხვედრაში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით
"რასაც ჩვენ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა" - შალვა პაპუაშვილი
,,საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა''- პაპუაშვილი
,,მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა''-ნიკოლოზ სამხარაძე
,,არაფერი არ არის ომის დაწყებაზე ადვილი, რთული არის მშვიდობა" - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება
,,საქართველოს ხელისუფლება და საელჩოები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხო და დროულ დაბრუნებას''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის, „ქუინსი ინსტიტუტის“ დირექტორს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა კორიდორს, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს - როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით -არჩილ ბერიძე
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო სასესიო კვირაში წარადგენს
საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მასში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები -შალვა პაპუაშვილი
სომხეთის დელეგაციასთან პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე -პრემიერი
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის -ირაკლი კობახიძე