სპეციალური რეისი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს მასკატიდან შესრულდება
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესრულდება სპეციალური რეისები, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეს შესრულდება რეისი მასკატი (ომანის სასულთნო) – თბილისი (საქართველო), ადგილობრივი დროით 19:00 საათზე.
„საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ დაბი) საქართველოს საელჩო: ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335, ტელეფონი: +971 2 553 36 83, ელფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge.
კატარის სახელმწიფოში (დოჰა) საქართველოს საელჩო: ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071, ტელეფონი: +974 44 739 499, ელფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
სპეციალური რეისი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს მასკატიდან შესრულდება
გაზის მიწოდება 3500 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ამინდის პროგნოზი
ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მიღებას ხვალ დილიდან განაახლებს
საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისი დღეს საუდის არაბეთიდან შესრულდება
მიმდინარე წელს მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა
კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა
თოვლის სქელმა საფარმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა -თბილისის მერია
ომანიდან თბილისის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი სპეციალური რეისი გამოფრინდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან
ახლო აღმოსავლეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი სპეციალური რეისი ომანის დედაქალაქიდან შესრულდა
4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
,,დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით''- ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
"ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო" - დონალდ ტრამპი
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდება
ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც ექვსი წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო
,,ნარკოპოლიტიკა 4 ბურჯს უნდა ეფუძნებოდეს და მთავარი ამოცანა დამოკიდებულების შემცირებაა“ - მიხეილ სარჯველაძე