საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, სხდომაზე განხილულ იქნა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ანგარიში, შავ ზღვაზე არსებული ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და რისკები.

„საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოში არსებულ გამოწვევებზე. ასევე, განსაზღვრეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის პრიორიტეტები და განიხილეს სამომავლო გეგმები. ამასთან, დამტკიცებულ იქნა საბჭოს სხდომის რეგლამენტი და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

სხდომას ესწრებოდნენ საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საბჭოში შემავალი უწყებების მინისტრის მოადგილეები და შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი.

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) წარმოადგენს საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნიკალურ კონცეფციას, რომელსაც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და ოპერატიული დანიშნულება აქვს.

უწყებათშორისი საბჭო კი სწორედ აღნიშნული ცენტრის საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს. საბჭოს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი. მის შემადგენლობაში არიან: სასაზღვრო პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებები.

საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ და საბჭოს წევრებმა სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა და მცურავი საშუალებები დაათვალიერეს. გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა- შსს
ვგმობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე-საქართველოს საგარეო უწყება
მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან
რა ცხრა პარტია გაერთიანდა? ვის „აბოლებენ“, „კარენოი“ „ნაცმოძრაობა“ არიან - ირაკლი ზარქუა
აშშ-ში ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი არ მოაქვს, უნდა შევხედოთ, როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს - გია ვოლსკი
კონფლიქტის შემდეგ ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ, ვინ რომელ მხარეს იყო -თინა ხიდაშელი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გამართა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით
"რასაც ჩვენ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა" - შალვა პაპუაშვილი
,,საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა''- პაპუაშვილი
,,მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა''-ნიკოლოზ სამხარაძე
,,არაფერი არ არის ომის დაწყებაზე ადვილი, რთული არის მშვიდობა" - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება
,,საქართველოს ხელისუფლება და საელჩოები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხო და დროულ დაბრუნებას''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის, „ქუინსი ინსტიტუტის“ დირექტორს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა კორიდორს, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო