ჩვენ მზად ვართ, ვაჩვენოთ ჩვენი ძალა ნებისმიერი ბოროტი ძალის წინააღმდეგ და ირანმა ეს არ უნდა დაივიწყოს-ილჰამ ალიევი

-"ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ისევე, როგორც სომხეთის ოკუპაციას დავასრულეთ, მზად ვართ, ნებისმიერი ბოროტი ძალის წინააღმდეგ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ და ირანმა ეს არ უნდა დაივიწყოს", -ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას. სამიზნე გახდა სამოქალაქო ობიექტები. ირანის მხდალი ცეცხლის ქვეშ მოექცა ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი, მისი ტერმინალი, სკოლა და სხვა ობიექტები. აზერბაიჯანი მკაცრად გმობს ამ ტერორისტულ აქტს, პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ. ირანის ოფიციალურმა პირებმა უნდა განუმარტონ აზერბაიჯანულ მხარეს მომხდარი, მოუხადონ ბოდიში, ხოლო ამ ტერორისტულ აქტში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", - განაცხადა ალიევმა.

 

მისივე თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს დაევალა, მოამზადოს და განახორციელოს საპასუხო ზომები.

ალიევის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი ტერორისტულ აქტს აწყობს აზერბაიჯანის წინააღმდეგ. მან გაიხსენა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქომ არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.

„ჩვენ ამას არ დავუშვებთ და არც მანამდე არასდროს დაგვიშვია. აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არც მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში. ეს არის ჩვენი პოზიცია, რადგან აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული რაიმე ოპერაციების წარმოებით მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, ჩვენი პოლიტიკა ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვიცავდით და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ტერორისტული აქტი, რომელიც ირანმა ჩაიდინა, ყველა სხვა ფაქტორთან ერთად, წარმოადგენს ირანის უმადურობის მაგალითს", - განაცხადა ალიევმა.

ალიევის თქმით, მომხდარის გამო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სამინისტრო, სასაზღვრო სამსახური და სხვა სპეციალური დანაყოფები მობილიზებულია და უნდა იყვნენ მზად ნებისმიერი ოპერაციის ჩასატარებლად.

ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონები აფეთქდნენ. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა.

 





მსგავსი სიახლეები
უარვყოფთ აზერბაიჯანის მიმართულებით დრონის გაშვებას, გამოძიების მიხედვით, ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა განახორციელა -ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი
ჩვენ მზად ვართ, ვაჩვენოთ ჩვენი ძალა ნებისმიერი ბოროტი ძალის წინააღმდეგ და ირანმა ეს არ უნდა დაივიწყოს-ილჰამ ალიევი
ნატო-ს შეუძლია კოლექტიური თავდაცვის მუხლის გამოყენება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე -მარკ რუტე
აშშ-მა და ისრაელმა მიზანმიმართულად მოახდინეს ირანის პროვოცირება, რომ თეირანს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმები განეხორციელებინა -რუსეთის საგარეო უწყება
ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმის გამო, აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა
ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა -აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"ირანის რევოლუციური გვარდიის" განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ აშშ-ის, ისრაელისა და ევროპის გემებისთვის არის დახურული
ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა - აზერბაიჯანული მედია
ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთში, "ჰეზბოლას" რამდენიმე სამეთაურო ცენტრზე მიიტანეს იერიში
ვლადიმერ პუტინი - უკრაინა დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით შავი ზღვის გაზსადენების აფეთქებას გეგმავს
„ესპანეთი არავის ვასალი არ გახდება''- ესპანეთის ვიცე-პრემიერი
,,CIA მუშაობს ქურთული ძალების შეიარაღებაზე, რათა ირანში აჯანყება გამოიწვიოს''- CNN
ალექსანდრე ვუჩიჩი - ჰორმუზის სრუტე თუ არ გაიხსნება, ნავთობის ფასები ყველას გაანადგურებს
ირანის პრეზიდენტი - ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს
ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები
,,ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ''- აშშ-ის თავდაცვის მდივანი
რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელსაც ჩაგვითრია უკანონო ომში, არა - წარსულის შეცდომებს, არა - ომს -პედრო სანჩესი
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
ირანმა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი გადადო
ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი