უარვყოფთ აზერბაიჯანის მიმართულებით დრონის გაშვებას, გამოძიების მიხედვით, ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა განახორციელა -ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი
ირანი აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს. ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო მედია ავრცელებს.
როგორც ირანული მხარე აღნიშნავს, გამოძიებამ აჩვენა, რომ აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმა ისრაელმა განახორციელა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა უარყოფს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით დრონი გაუშვა. სიონისტური რეჟიმის მხრიდან მუსლიმურ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სხვადასხვა საშუალებით გაფუჭების ქმედებები კარგად არის დოკუმენტირებული. გამოძიების თანახმად, ასეთი ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა ირანის ისლამური რესპუბლიკის დასადანაშაულებლად განახორციელა", - ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონები აფეთქდნენ. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა და ამაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
მსგავსი სიახლეები
უარვყოფთ აზერბაიჯანის მიმართულებით დრონის გაშვებას, გამოძიების მიხედვით, ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა განახორციელა -ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი
ჩვენ მზად ვართ, ვაჩვენოთ ჩვენი ძალა ნებისმიერი ბოროტი ძალის წინააღმდეგ და ირანმა ეს არ უნდა დაივიწყოს-ილჰამ ალიევი
ნატო-ს შეუძლია კოლექტიური თავდაცვის მუხლის გამოყენება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე -მარკ რუტე
აშშ-მა და ისრაელმა მიზანმიმართულად მოახდინეს ირანის პროვოცირება, რომ თეირანს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმები განეხორციელებინა -რუსეთის საგარეო უწყება
ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმის გამო, აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა
ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა -აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"ირანის რევოლუციური გვარდიის" განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ აშშ-ის, ისრაელისა და ევროპის გემებისთვის არის დახურული
ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა - აზერბაიჯანული მედია
ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთში, "ჰეზბოლას" რამდენიმე სამეთაურო ცენტრზე მიიტანეს იერიში
ვლადიმერ პუტინი - უკრაინა დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით შავი ზღვის გაზსადენების აფეთქებას გეგმავს
„ესპანეთი არავის ვასალი არ გახდება''- ესპანეთის ვიცე-პრემიერი
,,CIA მუშაობს ქურთული ძალების შეიარაღებაზე, რათა ირანში აჯანყება გამოიწვიოს''- CNN
ალექსანდრე ვუჩიჩი - ჰორმუზის სრუტე თუ არ გაიხსნება, ნავთობის ფასები ყველას გაანადგურებს
ირანის პრეზიდენტი - ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს
ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები
,,ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ''- აშშ-ის თავდაცვის მდივანი
რამდენიმე უპასუხისმგებლო ლიდერმა 2003 წელსაც ჩაგვითრია უკანონო ომში, არა - წარსულის შეცდომებს, არა - ომს -პედრო სანჩესი
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
ირანმა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი გადადო
ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი