დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა- შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი დონდოლაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებთან.
„გასული 24 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს - დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა, ხოლო სამი პირი თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ ეროვნულ დონეზე იყო ძებნაში. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო ნაწილი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რაზეც შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. დაკავებულთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში ბრალდებული პირები. მათ შორის: ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოების, რეალიზაციის, შეძენისა და ფლობის, ქურდობის, სხეულის განზრახ დაზიანების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, სხვისი ქონების დაზიანების, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის, სასჯელის მოხდისგან თავის არიდების, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის, მკვლელობისა და თაღლითობის 26 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები.
დაკავებულთა მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი თურქეთის რესპუბლიკის მართლმსაჯულებისთვის გადაცემა. აღნიშნული პირების ადგილსამყოფელის დადგენასა და დაკავებას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ჩართული იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ბიუროს, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები, ასევე საქართველოში აკრედიტებული თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები.
აქვე გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თურქ კოლეგებს, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან. საქართველოსა და თურქეთს შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ეფექტიანად ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და ერთად მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება, რაც საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების მიერ ერთობლივად განხორციელდა. ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა ძებნილი პირების დაკავების ღონისძიება ერთობლივად გასული წლის აგვისტოშიც ჩაატარეს და თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი 14 პირი დააკავეს", - განაცხადა ირაკლი დონდოლაძემ ბრიფინგზე.
მსგავსი სიახლეები
დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა- შსს
ვგმობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე-საქართველოს საგარეო უწყება
მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან
რა ცხრა პარტია გაერთიანდა? ვის „აბოლებენ“, „კარენოი“ „ნაცმოძრაობა“ არიან - ირაკლი ზარქუა
აშშ-ში ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი არ მოაქვს, უნდა შევხედოთ, როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს - გია ვოლსკი
კონფლიქტის შემდეგ ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ, ვინ რომელ მხარეს იყო -თინა ხიდაშელი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გამართა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით
"რასაც ჩვენ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა" - შალვა პაპუაშვილი
,,საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა''- პაპუაშვილი
,,მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა''-ნიკოლოზ სამხარაძე
,,არაფერი არ არის ომის დაწყებაზე ადვილი, რთული არის მშვიდობა" - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება
,,საქართველოს ხელისუფლება და საელჩოები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხო და დროულ დაბრუნებას''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის, „ქუინსი ინსტიტუტის“ დირექტორს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა კორიდორს, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო