აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საჰაერო სივრცე დროებით დახურა
აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საჰაერო სივრცე დროებით დახურა, - ამის შესახებ „ბიბისი" „როიტერზე" დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, საჰაერო სივრცე 12 საათის განმავლობაში იქნება დახურული.
ცნობისთვის, დღეს მედიით გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა. მისი თქმით, ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში უარყვეს აზერბაიჯანის მიმართულებით დრონის გაშვება. შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ, გამოძიების მიხედვით, ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა განახორციელა.
მსგავსი სიახლეები
ირანი ომის ექსპორტიორია და სინამდვილეში, ახლა რეჟიმი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ომში -კაია კალასი
რუსეთი და ჩინეთი მხარს გვიჭერენ პოლიტიკურად და სხვა მხრივაც, სამხედრო თანამშრომლობა ირანსა და რუსეთს შორის საიდუმლოს არ წარმოადგენს -აბას არაღჩი
კუბაც დაეცემა -დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქურთული ოპოზიციური ჯგუფების მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ შეტევის დაწყებას მიესალმება
ბრიტანეთი ირანზე თავდასხმაში არ ჩაერთვება, კატარში გავაგზავნით დამატებით ოთხ "ტაიფუნის" ტიპის თვითმფრინავს რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გასაძლიერებლად -კირ სტარმერი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში პირადად უნდა იყოს ჩართული
ევროკავშირში ერთი - ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვაცნობებთ -ზელენსკი
აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საჰაერო სივრცე დროებით დახურა
ახლო აღმოსავლეთში ომი თუ გახანგრძლივდა, შესაძლოა, აშშ-მა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება შეამციროს -ვოლოდიმირ ზელენსკი
უარვყოფთ აზერბაიჯანის მიმართულებით დრონის გაშვებას, გამოძიების მიხედვით, ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა განახორციელა -ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი
ჩვენ მზად ვართ, ვაჩვენოთ ჩვენი ძალა ნებისმიერი ბოროტი ძალის წინააღმდეგ და ირანმა ეს არ უნდა დაივიწყოს-ილჰამ ალიევი
ნატო-ს შეუძლია კოლექტიური თავდაცვის მუხლის გამოყენება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე -მარკ რუტე
აშშ-მა და ისრაელმა მიზანმიმართულად მოახდინეს ირანის პროვოცირება, რომ თეირანს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმები განეხორციელებინა -რუსეთის საგარეო უწყება
ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმის გამო, აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა
ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა -აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"ირანის რევოლუციური გვარდიის" განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ აშშ-ის, ისრაელისა და ევროპის გემებისთვის არის დახურული
ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა - აზერბაიჯანული მედია
ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთში, "ჰეზბოლას" რამდენიმე სამეთაურო ცენტრზე მიიტანეს იერიში
ვლადიმერ პუტინი - უკრაინა დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით შავი ზღვის გაზსადენების აფეთქებას გეგმავს
„ესპანეთი არავის ვასალი არ გახდება''- ესპანეთის ვიცე-პრემიერი