6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ახალი გატაცება გელით. ეს სასიამოვნო, თუმცა ხანმოკლე თავგადასავალი იქნება. მათთვის, ვინც ახლახან იქორწინა, რთული პერიოდი დგება — მოსალოდნელია უთანხმოება, რაც განსხვავებული ხასიათებითაა გამოწვეული.
გადაულახავი გარემოებების გამო საქმეებში შესაძლოა, სერიოზული დაბრკოლებები შეგხვდეთ. დღის მეორე ნახევარში ამანათს, საჩუქარს ან სხვა მატერიალურ შემოსავალს მიიღებთ. დღევანდელი დღე ექიმთან ვიზიტის თუ პროფილაქტიკური შემოწმებისთვის არის ხელსაყრელი. წინასწარ იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, რომ შემდეგ ძვირად ღირებული მკურნალობა არ მოგიწიოთ!
კურო
მალე შეხვდებით ადამიანს, რომელიც ბედისწერამ გარგუნათ და მაშინვე იცნობთ. თქვენი დაახლოება თავისთავად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოხდება. ის, რაც ახლა დაბრკოლებად გეჩვენებათ, შესაძლოა წარმატების მიღწევის შანსი იყოს. ეცადეთ, პროფესიული საქმიანობა ცოტა ხნით დაივიწყოთ და პირადი საქმეების მოგვარებაზე იზრუნოთ.
ბოლო დროს თავდაუზოგავად შრომობდით და ხშირად საერთო საქმისთვის პირად დროსაც სწირავდით, ამიტომ მალე შეძლებთ თქვენი შრომის ნაყოფით დატკბეთ! ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული პერიოდი იწყება. ახლა ინტუიცია ისე გამახვილებული გაქვთ, რომ შეცდომას არ დაუშვებთ!
შეგიძლიათ ყოველდღიური რუტინისგან დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. თუ დიდი ხანია გამოძინებაზე და განტვირთვაზე ოცნებობდით, ამ გეგმების ასრულებისთვის საუკეთესო დროა.
ტყუპები
თუ პარტნიორს ეჭვიანობის მიზეზს მისცემთ, სკანდალს ვერ ასცდებით — წყენა და უნდობლობა დიდხანს გროვდებოდა. სტუმრების მისაღებად წინასწარ მოემზადეთ! მოაწესრიგეთ სახლი და დარწმუნდით, რომ ყოველი კუთხე იდეალურად გამოიყურება.
თუ გსურთ, რომ უახლოეს მომავალში თქვენი შრომის პირველი ნაყოფი დაინახოთ, ამ დღეს მაქსიმალური მონდომება უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ თქვენი შესაძლებლობები ყველას აჩვენოთ. მოულოდნელი შემოსავალი ან ბონუსი გელით. შეგიძლიათ ეს შანსი ძველი ოცნების ასასრულებლად გამოიყენოთ.
სასიცოცხლო ენერგიით სავსე ხართ. ამჟამად სასარგებლოა ფიზიკური შრომა და სპორტული ვარჯიში.
კირჩხიბი
სიყვარული თავად გიპოვით, მთავარია, სახლში არ ჩაიკეტოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ - ეს თქვენს კავშირზე დადებითად აისახება. ურთიერთობებში სასიამოვნო ცვლილებები გელით. სირთულეებს ნუ შეუშინდებით და რაიმეს შეცვლას ნუ ეცდებით — მალე ყველაფერი თავისთავად უკეთესობისკენ შეიცვლება. ბიუჯეტის პერიოდული კონტროლი ზედმეტი ხარჯებისგან დაგიცავთ.
ეცადეთ, ყველანაირი კამათი და საყვედურები თავიდან აიცილოთ, თორემ შეიძლება უმნიშვნელო დაპირისპირება ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდოს. ამ დღეს წყალთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცედურა სასარგებლოა.
ლომი
პირად ცხოვრებაში ცვლილებებისა და სიახლეების დროა. ბევრს სამომავლო გეგმების გადახედვა მოუწევს. უახლოეს მომავალში მთელი ყურადღება სამუშაოსკენ გექნებათ გადატანილი, თუმცა არც პარტნიორთან ურთიერთობის შენარჩუნება უნდა დაივიწყოთ.
გირჩევთ საქმიანი ქაღალდები მოაწესრიგოთ — თუ ქაოსს და უწესრიგობას დროულად არ აღმოფხვრით, ის შეცდომების მიზეზი გახდება. ფინანსური საკითხების გადაჭრისას ინტუიციას ენდეთ, გარეშე პირთა რჩევები კი ჯობია უგულებელყოთ.
თუ ექსტრემალური გართობის მოყვარული ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, ამისგან დროებით თავი შეიკავოთ, რადგან ტრავმების, მაგალითად, მოტეხილობის რისკი მაღალია.
ქალწული
სატურნისა და იუპიტერის კვინკონსი პირად ცხოვრებაში პრობლემებზე მიუთითებს. შესაძლებელია ეჭვიანობის ნიადაგზე კამათი ან პარტნიორისა და ახლობლების მხრიდან მტრული დამოკიდებულება. დაოჯახებულმა ქალწულებმა შეიძლება დიდი ხნის წინ დაგეგმილი რემონტი დაიწყონ. ვარსკვლავების განლაგება შესაფერის გარემოს ქმნის იმისთვის, რომ ცხოვრებიდან ყველაფერი მოიშოროთ, რისი ნახვაც აღარ გსურთ.
სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება რამდენიმე დღით გადადეთ — შესაძლოა ახალი, მოულოდნელი გარემოებები გამოიკვეთოს. ფინანსურად რთული პერიოდია, ამიტომ გირჩევთ ოჯახის ბიუჯეტში ხარჯები შეამციროთ და ეკონომიურად ცხოვრება ისწავლოთ.
ყურადღება მიაქციეთ სახსრებს, უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ პროფილაქტიკური ტანვარჯიშით დაკავდეთ.
სასწორი
თუ ღრუბლებში არ იფრენთ და მოვლენებს ობიექტურად შეაფასებთ, ამ დღეს ვარსკვლავები სასიყვარულო საქმეებში წინსვლას და წარმატებებს გპირდებიან. იმისთვის, რომ ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი არ მოგეჩვენოთ, ეზოთერიკოსები გირჩევენ, რომ თვითგანვითარებას მეტი დრო დაუთმოთ.
თქვენი შემოქმედებითი წამოწყება კმაყოფილებასა და აღიარებას მოგიტანთ. თუ საკუთარ ძალებს ირწმუნებთ და არჩეულ პროექტზე იმუშავებთ პროფესიულ საქმიანობაში დიდ წარმატებას მიაღწევთ. ამ დღეს შემოსავლის მოულოდნელი წყარო გამოგიჩნდებათ, თუმცა ძირითადი საქმე არ უნდა დაივიწყოთ.
მორიელი
ეცადეთ, საკუთარი ინტერესების დასაცავად იმოქმედოთ, ოღონდ ისე, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოთ. ახლა წვეულებების, ღამის კლუბებისა და რესტორნების სტუმრობისთვის საუკეთესო დრო არ არის. სჯობს ოჯახურ გარემოში ივახშმოთ. ერთდროულად რამდენიმე საქმეს ხელს ნუ მოჰკიდებთ - ასე შედეგს ვერ მიაღწევთ.
ფინანსურ სფეროში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. ადამიანმა, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება მომგებიანი იდეები შემოგთავაზოთ. ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ გარშემო მყოფებს საკუთარი ცოდნა გაუზიაროთ - ეს დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. სასიცოცხლო ენერგია ნელ-ნელა გეცლებათ, ამიტომ ძალებს გაუფრთხილდით და ყურადღება იმუნიტეტის გაძლიერებაზე გადაიტანეთ.
მშვილდოსანი
დროა, პარტნიორს იმ საკითხებზე ესაუბროთ, რომლებიც ორივეს გეხებათ. მოერიდეთ მოულოდნელ ცვლილებებს წინასწარი განხილვის გარეშე. მეტი ყურადღება დაუთმეთ ახლობლებს და ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დრო გაატარეთ. ამ დღეს ძველი პრობლემების მოგვარებას და მეგობრული ურთიერთობების თავიდან აშენებას შეძლებთ.
თქვენი მთავარი თვისებები — თვითდისციპლინა, პუნქტუალურობა და თავდადება ხელმძღვანელობის მხრიდან სათანადოდ დაფასდება. თუ უფროსობის წინაშე თქვენს საქმიან უნარებს წარმოაჩენთ, დაწინაურების მეტი შანსი გაქვთ. სავარაუდოდ, ბანკი კრედიტზე უარს გეტყვით, ამიტომ ფინანსურ ინსტიტუტებს უახლოეს ხანში ნუ მიმართავთ - უკიდურეს შემთხვევაში, ფული მეგობრებს ან ნათესავებს სთხოვეთ.
თხის რქა
ამ დღეს ზოგი მოვლენა უსამართლობად გეჩვენებათ, მაგრამ სიტუაციის შეცვლას ვერ შეძლებთ. ხელსაყრელი დროა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი კავშირების აღდგენისა და შერიგებისთვის. ეცადეთ, ოპონენტის პოზიცია გაიგოთ და მიიღოთ – ეს ზედმეტ დავას თავიდან აგაცილებთ და კარგ განწყობას შეგინარჩუნებთ.
ფიზიკურ ჯანმრთელობას ნუ უგულებელყოფთ - შესაძლოა ძველმა დაავადებამ თავი შეგახსენოთ.
მერწყული
თუ ურთიერთობიდან სიახლე და რომანტიკა გაქრა, პარტნიორთან დაცილებას ნუ იჩქარებთ. გრძნობებს სიმძაფრე რომ დაუბრუნოთ ამისთვის ექსპერიმენტებია საჭირო. დღის მეორე ნახევარში ოჯახში მოსალოდნელია დაპირისპირება, რომელიც მშვიდობიანად მოგვარდება, თუ ქცევის ტაქტიკას დროულად შეცვლით. თუ გრძნობთ, რომ დააშავეთ, ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ მტერს შეურიგდეთ ან ბოდიში მოიხადოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ პროფესიულ უთანხმოებას შესანიშნავად დაძლევთ და გუშინდელი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება.
ეცადეთ დღის განრიგი ისე შეადგინოთ, რომ საღამოს დროულად დაიძინოთ. ძილის წინ სასურველია მცენარეული ჩაი მიირთვათ, რაც ძილის ხარისხს გააუმჯობესებს.
თევზები
ეს დღე სასიყვარულო სფეროში საკმაოდ დატვირთული იქნება. შესაძლოა პარტნიორთან უთანხმოება მოგივიდეთ. სიამაყეს უფლებას ნუ მისცემთ, რომ საღ აზრს სძლიოს და საყვარელ ადამიანს დაგაშოროთ.
საკუთარ ძალებს და შესაძლებლობებს ამაოდ ნუ გაფანტავთ - ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეებით უნდა დაკავდეთ, მეორეხარისხოვანი კი დროებით გვერდზე გადადოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო ფრთხილად და მოზომილად იმოქმედოთ, რათა უხეში სიტყვით ან შენიშვნით ვინმე არ გაანაწყენოთ.
მსგავსი სიახლეები
6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
კობა კობალაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილეს ლევან ღირსიაშვილს შეხვდა
სპეციალური რეისი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს მასკატიდან შესრულდება
გაზის მიწოდება 3500 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ამინდის პროგნოზი
ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მიღებას ხვალ დილიდან განაახლებს
საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისი დღეს საუდის არაბეთიდან შესრულდება
მიმდინარე წელს მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა
კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა
თოვლის სქელმა საფარმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა -თბილისის მერია
ომანიდან თბილისის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი სპეციალური რეისი გამოფრინდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან
ახლო აღმოსავლეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი სპეციალური რეისი ომანის დედაქალაქიდან შესრულდა
4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
,,დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით''- ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
"ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო" - დონალდ ტრამპი
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდება
ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც ექვსი წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ