სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამას" განახორციელებს.
როგოროც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.
„სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად, მიკროჩიპის გამოყენებით, ერთიან ბაზაში დაარეგისტრირებს პატრონიან ძაღლებს და სტერილიზაციას ჩაუტარებს ძუ ძაღლებს;
თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას ჩაუტარებს უპატრონო/მიკედლებულ ძაღლებს, რომელთაც, რეგიონის მიხედვით, გადაიყვანს თბილისის, გურჯაანის, გორისა და ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში.
გარდა არსებული თავშესაფრებისა, რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროგრამის განხორციელების პროცესში ითანამშრომლონ სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან, ჩაერთონ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე ძაღლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს-კომუნიკაციების კომისია
საქართველოს ზოგიერთ რაიონში 7-9 მარტს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
"თბილსერვის ჯგუფის" ავტობაზა 22 ერთეული სპეცმანქანით განახლდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს
მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან-საქართველოს საგარეო უწყება
6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
კობა კობალაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილეს ლევან ღირსიაშვილს შეხვდა
სპეციალური რეისი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს მასკატიდან შესრულდება
გაზის მიწოდება 3500 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ამინდის პროგნოზი
ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მიღებას ხვალ დილიდან განაახლებს
საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისი დღეს საუდის არაბეთიდან შესრულდება
მიმდინარე წელს მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა
კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა
თოვლის სქელმა საფარმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა -თბილისის მერია
ომანიდან თბილისის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი სპეციალური რეისი გამოფრინდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან
ახლო აღმოსავლეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი სპეციალური რეისი ომანის დედაქალაქიდან შესრულდა
4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
,,დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით''- ალექსანდრე ხვთისიაშვილი