"თბილსერვის ჯგუფის" ავტობაზა 22 ერთეული სპეცმანქანით განახლდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის" ავტობაზა 22 ერთეული სპეცმანქანით განახლდა. შესყიდვა ორ ეტაპად განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში MAN-ისა და RENAULT-ის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა (ე.წ. ჰუკლიპტი) შემოვიდა.

ახალი ტექნიკა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორ გიორგი პაპავასთან ერთად დაათვალიერა.

„თბილსერვის ჯგუფმა" 22 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა. გარდა ამისა, წელს ველოდებით 40 ერთეულ ტექნიკას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს აღნიშნული სამსახურის გამართულ მუშაობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების დროულად, ეფექტურად გატანა. ქალაქი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული, ამაში კი განსაკუთრებული როლი აქვს შესაბამისი ტექნიკის არსებობას და მის განახლებას. აღნიშნული შესყიდვის შემდეგ, „თბილსერვის ჯგუფს" 40%-ზე მეტი განახლებული ტექნიკა ექნება, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ, რადგან, როგორც გითხარით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი იყოს სუფთა და ყველანაირად მოწესრიგებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ორივე ტენდერის ფარგლებში შემოყვანილი მანქანების საერთო ღირებულება 8 628 673 ლარია, მომწოდებელი კომპანიები კი შპს „ჯითი გრუპი" და შპს „თეგეტა მოტორსია".

„თბილსერვის ჯგუფი" მიმდინარე წელსაც შეისყიდის ნაგავმზიდ მანქანებს და ასევე, სხვა მიმართულების ტექნიკას. შესაბამისი ტენდერები გამოცხადებულია და მანქანები დედაქალაქს სხვადასხვა პერიოდში მიეწოდება.

დასუფთავების მიმართულებით ავტობაზის განახლების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად უმჯობესდება ნარჩენების გატანის პროცესი და შესაბამისი სერვისები.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
7 მარტს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა - ლოცვა რომლიც ამ დღეს უნდა წავიკითხოთ
7 მარტის ამინდის პროგნოზი
7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
რამდენს იხდის ერთი გადამფრენი თვითმფრინავი საქართველოს ცის გამოყენებისთვის?
მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის მასკატიდან დამატებითი სპეციალური რეისი დაინიშნა
ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს-კომუნიკაციების კომისია
საქართველოს ზოგიერთ რაიონში 7-9 მარტს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
"თბილსერვის ჯგუფის" ავტობაზა 22 ერთეული სპეცმანქანით განახლდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს
მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან-საქართველოს საგარეო უწყება
6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
კობა კობალაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილეს ლევან ღირსიაშვილს შეხვდა
სპეციალური რეისი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს მასკატიდან შესრულდება
გაზის მიწოდება 3500 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ამინდის პროგნოზი
ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მიღებას ხვალ დილიდან განაახლებს
საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისი დღეს საუდის არაბეთიდან შესრულდება
მიმდინარე წელს მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა
კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა