ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას შეეხო.

„შეხვედრისას ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკის სექტორში.

განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პორტფელი. აღინიშნა, რომ ADB-ის ინვესტიცია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში 5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და უზრუნველყოფს პროგრამების დაფინანსებას, რომლებიც მიზნად ისახავს ტურიზმის ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სატრანსპორტო კავშირის, ენერგეტიკის, რეგიონული და მუნიციპალური სექტორის განვითარებას.

აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკის ახალი ოფისის გახსნა თბილისში საქართველოსა და ADB-ს შორის არსებული გრძელვადიანი პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
2025 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 70.0 მილიარდ ლარამდე გაიზარდა-საქსტატი
ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას შეხვდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 მარტს
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 მარტს
"ჩვენი მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს"-მარიამ ქვრივიშვილი
"საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა" -მარიამ ქვრივიშვილი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში - რისი თქმა შეგვიძლია?
თიბისი - ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
რა ეღირება დოლარი და ევრო 28 თებერვალს
თიბისი კონცეპტი - კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
უკრაინაში ომის შედეგი განსაზღვრავს, ვინ გახდება აშშ-სა და ჩინეთთან ერთად მსოფლიო წესრიგის მესამე საყრდენი, ევროპა თუ რუსეთი
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა - Euromoney
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით - თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, კომპანიებთან Colangelo & Partners-ი და Glodow Nead Communication-ი ხელშეკრულებები გაფორმდა
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 24 თებერვალს
"მივესალმებით ფრანგული მსხვილი ბიზნესის საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორით მეტ დაინტერესებას" -მარიამ ქვრივიშვილი