2025 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 70.0 მილიარდ ლარამდე გაიზარდა-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 12.8 პროცენტით გაიზარდა და 70.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 27.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.5 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 67.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 17.9 პროცენტი კი – მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში – მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 43.6 პროცენტი, საშუალოზე – 24.9 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.5 პროცენტი.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 35.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.2 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 20.2 მილიარდი ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 7.0 პროცენტით აღემატება.

საანგარიშო პერიოდში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 839.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.7 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.4 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 39.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 782.8 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 6 260.3 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 13.1 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 608.4 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 241.3 ლარით, ხოლო, მათ შორის, ქალების ხელფასმა 1 998.0 ლარი შეადგინა. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო: მსხვილი ბიზნესი – 2 743.7 ლარი;  საშუალო ბიზნესი – 3 084.9 ლარი; მცირე ბიზნესი – 2 152.2 ლარი.

2025 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 35.9 პროცენტი, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა 32.9-პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა 7.3-პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 6.4-პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.5-პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3.3-პროცენტიანი წილით, ხოლო 9.7 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

საანგარიშო პერიოდში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (18.6 პროცენტი), ვაჭრობა (18.5 პროცენტი), მშენებლობა (18.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.3 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.4 პროცენტი) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 26.6-პროცენტიანი წილი ეჭირა.

 

2025 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.0, 11.1 და 8.9-პროცენტიანი წილებით.





მსგავსი სიახლეები
2025 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 70.0 მილიარდ ლარამდე გაიზარდა-საქსტატი
ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას შეხვდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 მარტს
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 მარტს
"ჩვენი მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს"-მარიამ ქვრივიშვილი
"საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა" -მარიამ ქვრივიშვილი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში - რისი თქმა შეგვიძლია?
თიბისი - ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
რა ეღირება დოლარი და ევრო 28 თებერვალს
თიბისი კონცეპტი - კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
უკრაინაში ომის შედეგი განსაზღვრავს, ვინ გახდება აშშ-სა და ჩინეთთან ერთად მსოფლიო წესრიგის მესამე საყრდენი, ევროპა თუ რუსეთი
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა - Euromoney
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით - თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, კომპანიებთან Colangelo & Partners-ი და Glodow Nead Communication-ი ხელშეკრულებები გაფორმდა
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 24 თებერვალს
"მივესალმებით ფრანგული მსხვილი ბიზნესის საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორით მეტ დაინტერესებას" -მარიამ ქვრივიშვილი