პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები დაასრულა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები დაასრულა.
დელეგაციის წევრები დღეს ხუთ კონგრესმენს შეხვდნენ, რომლებიც ძირითადად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარმოადგენდნენ.
როგორც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრებისას საუბრის ძირითად თემას ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და „შუა დერეფნის" განვითარების საკითხი წარმოადგენდა.
კონგრესში ბოლო შეხვედრა დელეგაციის წევრებმა კიტ სელფთან გამართეს, რომელიც წარმომადგენელთა პალატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. დღის განმავლობაში ასევე შეხვედრები გაიმართა რენდი ფაინთან, მაიკ ტერნერთან, რაიან ცინკესა და ანა პაულინა ლუნასთან.
„შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა იყო. მიმოვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი - ძირითადად, უსაფრთხოების საკითხები, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ოკუპაცია. კონგრესმენებისგან ინფორმაცია მივიღეთ ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ „შუა დერეფნის" განვითარების საკითხით და საქართველოს როლით „შუა დერეფანში".
„შეხვედრებისას ძალიან საინტერესო დიალოგი წარიმართა. კონგრესმენებს ვთხოვეთ, ყურადღებით შეისწავლონ ზოგიერთი კონგრესმენის მიერ წარმოდგენილი ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვს, რათა ზიანი არ მიადგეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა", - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა
პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები დაასრულა
,,რადიკალების აზრით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ერთადერთი დარჩენილი რესურსია''- ვოლსკი
მეხუთე კოლონა ითხოვს, რომ საქართველო სანქციების ქვეშ მოჰყვეს, ფიქრობენ, ვითარება დაძაბონ, ამის ერთადერთი ბერკეტი უვიზო მიმოსვლის რამენაირად შეჩერებაა -ირაკლი ქადაგიშვილი
მთავრობა თუ თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება -კაია კალასი
კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე - სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული -ევროკომისია
ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასატო კანდასთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა ჩვენი ეკონომიკის ძირითად სექტორებში-ირაკლი კობახიძე
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერთან, გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციის მხარდაჭერას, იყოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი კარიბჭე -აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი
მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც უკრაინა იმყოფება, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს, უკრაინა ამას ნამდვილად არ იმსახურებდა -კახა კალაძე
კონგრესმენებს ვთხოვეთ, ყურადღებით შეისწავლონ საკანონმდებლო ინიციატივები, რათა პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა
დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა- შსს
ვგმობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე-საქართველოს საგარეო უწყება
მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან
რა ცხრა პარტია გაერთიანდა? ვის „აბოლებენ“, „კარენოი“ „ნაცმოძრაობა“ არიან - ირაკლი ზარქუა
აშშ-ში ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი არ მოაქვს, უნდა შევხედოთ, როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს - გია ვოლსკი
კონფლიქტის შემდეგ ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ, ვინ რომელ მხარეს იყო -თინა ხიდაშელი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გამართა