„ვაშინგტონ პოსტი“ - რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს გადასცემს

 

რუსეთი ირანს  ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ირანისთვის გადაცემული მონაცემები მოიცავს ინფორმაციას ამერიკული გემებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობის შესახებ.

რუსეთის მხრიდან ირანის დახმარების მასშტაბები ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, თუმცა „ვაშინგტონ პოსტის" წყარომ ამ სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას „საკმაოდ ყოვლისმომცველი" უწოდა.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი" წერს, ირანის შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიეღო სადაზვერვო მონაცემები, შემცირდა იმ დარტყმების შედეგად, რომლებიც აშშ-მა და ისრაელმა სამხედრო ოპერაციის პირველ დღეებში განახორციელეს. მედიის ცნობით, სამაგიეროდ, რუსეთს გააჩნია შესაბამისი რესურსი, მათ შორის თანამგზავრული სისტემები.

„რუსებმა იციან ჩვენი დახმარების შესახებ, რომელსაც ჩვენ უკრაინელებს ვუწევთ. ვფიქრობ, მათ გაუხარდათ, რომ რაღაცნაირად მაინც შეძლეს სამაგიეროს გადახდა", - აცხადებს „ვაშინგტონ პოსტის" წყარო.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

 





მსგავსი სიახლეები
რატომ გადააქვთ უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი, 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და 146 კილოგრამი ოქრო? უკრაინის ომის მაფიის ფულია? მათგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას ვითხოვთ - პიტერ სიიარტო
თეთრი სახლის სპიკერი: ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება საჭირო
,,ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება''- რუბიო
აზერბაიჯანის სუს-ში აცხადებენ, რომ აღკვეთეს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაგეგმილი ტერორისტული პროვოკაციები
NBC News: ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დახურულ ბრიფინგებზე კანონმდებლებს განუცხადეს, რომ აშშ-ის სამიზნე ირანში ის ტერიტორია იყო, სადაც დაწყებითი სკოლა მდებარეობს
,,ევროპოლი ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ევროკავშირში ტერორისტული საფრთხის ზრდასთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს ''- ევრონიუსი
,,ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის წინააღმდეგი არ ვარ მთავარია, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-თან, ისრაელთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან''- ტრამპი
„ვაშინგტონ პოსტი“ - რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს გადასცემს
არ მახსოვს, მეთქვას, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივემართებით, მე ჩვეულებრივ ვამბობ, რომ არსად მივდივართ -ნიკოლ ფაშინიანი
რობერტ ფიცო მოუწოდებს ურსულა ფონ დერ ლაიენს, კაია კალასს და ანტონიუ კოშტას, გაემიჯნონ 90-მილიარდიან სესხთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის შანტაჟს
აზერბაიჯანმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო
ბრიტანეთის პოლიციამ ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ინდოეთს ნებართვა მისცა, რომ დროებით რუსული ნავთობი შეისყიდოს
აშშ-მა "როსნეფტის" გერმანული შვილობილი კომპანიები სანქციებისგან უვადოდ გაათავისუფლა
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების გეგმას მხარი არ დაუჭირა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქუვეითში მდებარე საელჩოს საქმიანობა შეაჩერა
ირანში სახმელეთო შეჭრა დროის ფუჭად კარგვა იქნება, მათ ყველაფერი დაკარგეს, რისი დაკარგვაც შეეძლოთ -დონალდ ტრამპი
ირანი ომის ექსპორტიორია და სინამდვილეში, ახლა რეჟიმი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაითრიოს ომში -კაია კალასი
რუსეთი და ჩინეთი მხარს გვიჭერენ პოლიტიკურად და სხვა მხრივაც, სამხედრო თანამშრომლობა ირანსა და რუსეთს შორის საიდუმლოს არ წარმოადგენს -აბას არაღჩი
კუბაც დაეცემა -დონალდ ტრამპი