ძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა

 

25 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვერის სასაფლაოზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ - ფაქტი გაშუქდა, როგორც "ორმხრივი სროლა" და "სისხლიანი ანგარიშსწორება", რომელსაც თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ტანზე ჯავშანჟილეტი ეცვა.  მეტი დამაჯერებლობისთვის, გავრცელდა ნატყვიარი ჯავშანჟილეტის ფოტოც. 


მამაკაცი, რომელსაც მედიაში თავდასხმის მსხვერპლად წარმოადგენდნენ გიორგი რუხაძეა, მეტსახელად "ქოჩორა" - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებული ძმების, დათა და გუგა კაკულიების დეიდაშვილი.

ვერის სასაფლაოზე "შეიარაღებული თავდასხმის" შესახებ ცნობა, ცხადია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გადამოწმდა შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული თითქმის ყველა ვიდეო კამერის ჩანაწერები. კადრები მიუთითებდა, რომ დროის იმ მონაკვეთში ვერის სასაფლაოზე არათუ გიორგი რუხაძის, არამედ სხვა ადამიანების რაიმე საეჭვო გადაადგილებაც კი არ ფიქსირდება.

გადამოწმდა სატელეფონო ანძის მონაცემებიც და დადგინდა, რომ იმ დღეს გიორგი რუხაძე საკუთარი სახლიდან გამოსულიც კი არ ყოფილა. რა მოხდა სინამდვილეში? ამის გასარკვევად, ე.წ. "დაზარალებული" პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, რუხაძემ სამართალდამცველებთან აღიარა, რომ თავდასხმის ისტორია თავად გამოიგონა  და სინამდვილეში, იმ დღეს ვერის სასაფლაოს  მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა.

გიორგი რუხაძემ ჩვენებაში დაწერა ისიც, რომ არარსებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციის კონკრეტული მედიისთვის მიწოდება მის მეგობარ გოგოს სთხოვა. სწორედ ასე აღმოჩნდა ვერის სასაფლაოზე "სისხლიანი ანგარიშსწორების" თემა სატელევიზიო ეთერებშიც.

გიორგი რუხაძე, არ აკონკრეტებს, თუ რა მოტივით მოიგონა მასზე თავდასხმის ფაქტი.

 

წყარო: PRIMETIME

 

 





მსგავსი სიახლეები
ძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა
თბილისის აეროპორტში, საბაჟოზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს პლასტიკის ბოთლებში "კეტამინის" შემცველი სითხე აღმოუჩინეს
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვის გამო დააკავეს
"ლიბერთი ბანკის" შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული იყო შედუღების აპარატი, სავარაუდოდ მისგან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, დაწყებულია გამოძიება - შსს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შსს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, ნარკოდანაშაულში ჩართულ ყველა პირს მოუწევს, კანონის წინაშე უმკაცრესად აგოს პასუხი -ალექსანდრე დარახველიძე
პოლიციამ თემქაზე ერთი პირის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავა
აჭარის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
სამტრედიაში, მიტოვებულ შენობაში სხეულის ამპუტირებული ნაწილების აღმოჩენის ფაქტზე, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანის პროცესი მიმდინარეობს
იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 029 პირის მიმართ დაიწყო -საქსტატი
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით - 10 პირი დააკავეს
პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სუს-მა ერთი პირი დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს