უცნაურია, რომ კალასი და კოსი საქართველოსთვის იცლიან, როგორ ბედავენ ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? -ლევან მაჭავარიანი
როგორ ბედავენ კაია კალასი და მარტა კოსი რამე ტიპის განცხადების გაკეთებას ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მათ დაივიწყეს უკრაინისთვის მიცემული პირობა ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე. მისივე შეფასებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არიან და უცნაურია, რომ საქართველოსთვის იცლიან.
„ჩვენ როდესაც მივიღეთ ანტილგბტ პროპაგანდის კანონი, ანალოგიური გვესმოდა კაია კალასისა და მარტა კოსის მხრიდან, თითქოს ადამიანის უფლებებს ლახავდა. გარე ან თუნდაც შიდა აქტორებს ვეკითხებოდით, დაესახელებინათ ერთი პუნქტი ამ კანონის, რომელი ნაწილი ზღუდავს ადამიანის უფლებებს და იქიდან დუმილი იყო, ვინაიდან ასეთი მუხლი ამ კანონში არ არსებობს. ყველას კარგად გვახსოვს ისტერიკა, როდესაც ექვსგვერდიან უმარტივეს გამჭვირვალობის კანონზე იყო საუბარი და მხოლოდ დეკლარირებას ვითხოვდით.
ახლა „გრანტების კანონთან" დაკავშირებით იმავეს აგრძელებენ. ეს კანონი ერთადერთ რაღაცას ემსახურება, უცხოურმა ფულმა ქართულ პოლიტიკაში არ იტრიალოს. ისევე როგორც პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ეკრძალებათ უცხოურ ძალებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ვინაიდან უცხოურ დაფინანსებას უცხო ინტერესი მოჰყვება და პოლიტიკაში ეს არ უნდა მონაწილეობდეს, ამ შემთხვევაში ანალოგიურზე ვსაუბრობთ, უბრალოდ პოლიტიკის ირიბად დაფინანსებას ვზღუდავთ, თორემ დანარჩენი ნებისმიერი ტიპის გრანტს, რომელიც შეიძლება „ენჯეო" ორგანიზაციაზე გაიცეს, მთავრობა მხოლოდ მიესალმება, თუ ის საქართველოს გამოადგება. ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ამ შემთხვევაშიც რომ იცლიან საქართველოსთვის, ძალიან უცნაურია. იმდენად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არიან, რომ რამდენიმე დღის წინ მათ ის დაპირებაც დაივიწყეს, რაც უკრაინისთვის ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჰქონდათ მიცემული, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი დაჩქარებული წესით გახდებოდა. ამდენი ტყუილის შემდეგ, პირველ რიგში, უხერხულია უკრაინელ ხალხთან მიმართებაში. საერთოდ, როგორ ბედავენ რამე ტიპის განცხადების გაკეთებას ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას რაიმე ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს?" - განაცხადა მაჭავარიანმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში კომისრის, მარტა კოსის განცხადება, სადაც აღნიშნულია: „უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი ქვეყნის დემოკრატიული და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვაზეა მიმართული".
მსგავსი სიახლეები
,,სანამ ლომჯარია სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი''- სუბარი
უცნაურია, რომ კალასი და კოსი საქართველოსთვის იცლიან, როგორ ბედავენ ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? -ლევან მაჭავარიანი
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა
"ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად-სახელმწიფო დეპარტამენტი
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს
,, ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს სათავეში „სულელი და არაკომპეტენტური“ ლიდერი ედგა''- თეთრი სახლის სპიკერი
აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული -ისრაელ კაცი
4 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება - მაკა ბოჭორიშვილი
,,თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა''- ირანული მედია
ირაკლი კირცხალია-“ნაცების ნარჩენების ერთობა" - ასე შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა
,,ალიანსი მჭიდროდ აკვირდება ირანსა და მის მიმდებარე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს''- ნატო-ს სამხედრო შტაბის წარმომადგენელი
დღეიდან "შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში" ცვლილებები ამოქმედდა
ოთხი წლის წინ, უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა მოითხოვა, მოხალისეები გაგვეგზავნა, იმ დღეს დავინახეთ, რომ რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის, საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს-შალვა პაპუაშვილი
ბილ გეითსმა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო
არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს უკრაინის შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, უკრაინის მხარდამჭერ ათასამდე აქტს, რეზოლუციას და განცხადებას შევუერთდით -ირაკლი კობახიძე
POLITICO: ბრიტანეთმა ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლა
სასამართლომ ლენტეხის ყოფილ მერს გია ონიანს 18 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
როგორ მოვუაროთ ფირსაკრავს