ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება უნარით, გაარჩიონ - ვინ ირჩევს სიცოცხლის გზას და ვინ ტერორის, მეგობრობა რთულ დროში გამოიცდება - ისრაელის საელჩო
ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს - მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც საელჩოში აცხადებენ, ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება მათი უნარით, გაარჩიონ თუ ვინ ირჩევს სიცოცხლის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გზას, და ვინ ირჩევს ტერორის, ექსტრემიზმსა და ძალადობის გზას.
„ვიღაცამ ახლახან თქვა: „მეგობარი გასაჭირში იცნობა". მეგობრობა მხოლოდ კეთილი სიტყვებით არ დასტურდება - ის რთულ დროში გამოიცდება.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული ტერორი ახალი მოვლენა არ არის. ათწლეულების განმავლობაში თეირანის რეჟიმი ალი ხამენეის ხელმძღვანელობით, აფინანსებდა, აიარაღებდა და ხელს უწყობდა ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ უდანაშაულო ისრაელელი და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრიან სტაბილურობას მთელ რეგიონში. ჩვენი ომი და ჩვენი ბრძოლა არ არის ირანელი ხალხის წინააღმდეგ - ხალხის, რომელიც თავად იტანჯება ამ ტერორისტული რეჟიმის 47 წლიანი მმართველობის ქვეშ. ეს არის ბრძოლა სწორედ ამ მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ.
ჩვენ ყველას გვსურს და ვიმედოვნებთ, რომ მალე ყველა - ირანელები, ისრაელელები და ირანის მეზობელი ქვეყნები - ვიცხოვრებთ უსაფრთხოდ და მშვიდობაში.
ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეებისა და მათი უფლების დაცვას, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ საკუთარ ქვეყანაში - ისევე, როგორც ამას ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო გააკეთებდა. ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს.
ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება მათი უნარით, გაარჩიონ თუ ვინ ირჩევს სიცოცხლის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გზას, და ვინ ირჩევს ტერორის, ექსტრემიზმსა და ძალადობის გზას.
მართალია, მეზობლებს ვერ ვირჩევთ, მაგრამ მეგობრებს - ვირჩევთ. 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისათვის, რომ ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში საქართველოს "მაღალი რანგის წარმომადგენელმა" ჩანაწერი გააკეთა - ამის შესახებ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი იტყობინება.
სამძიმრის წიგნში ქართველი მაღალჩინოსნის ჩანაწერის ფოტო ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ გაავრცელა - მას ჩანაწერის ავტორის ვინაობა არ დაუსახელებია.
ელჩი მოჯანი ჩანაწერის ავტორს მიმართა და წერს: „მეგობარი გაჭირვებაში იცნობა"
მსგავსი სიახლეები
,,ძალიან დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას''- პრემიერი
,,დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს''-პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2 272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ როცა 2020-ის შემდეგ 712,5 ლარიდან გაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება, შეფასდეს, არის თუ არა წარმატებული ხელისუფლების საქმიანობა
პრემიერი - სხვადასხვა ქვეყანაში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, გვაქვს აქტიური კონსულტაციები და ვგეგმავთ, შევამსუბუქოთ მათთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურები
,, 2024 წელს, 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში, 2020 წლის შემდეგ''- პრემიერი
,,გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული''- ირაკლი კობახიძე
,,ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა''- სოზარ სუბარი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ანალიტიკურ ცენტრებში შეხვედრები გამართა
ვინდა მოვისმინოთ, რა არის საჭირო, რა მოლოდინებია ხალხში, პოლიტიკოსებს მეტის გაკეთების ვალდებულება გვაქვს და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ -ნიკა გვარამია
ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება უნარით, გაარჩიონ - ვინ ირჩევს სიცოცხლის გზას და ვინ ტერორის, მეგობრობა რთულ დროში გამოიცდება - ისრაელის საელჩო
ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი-საგარეო საქმეთა სამინსიტრო
საქართველოს 8-10 მარტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა
ირანში ომის სცენარები -ავთანდილ წულაძე
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა
პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები დაასრულა
,,რადიკალების აზრით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ერთადერთი დარჩენილი რესურსია''- ვოლსკი
მეხუთე კოლონა ითხოვს, რომ საქართველო სანქციების ქვეშ მოჰყვეს, ფიქრობენ, ვითარება დაძაბონ, ამის ერთადერთი ბერკეტი უვიზო მიმოსვლის რამენაირად შეჩერებაა -ირაკლი ქადაგიშვილი
მთავრობა თუ თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება -კაია კალასი
კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე - სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული -ევროკომისია
ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა