ვინდა მოვისმინოთ, რა არის საჭირო, რა მოლოდინებია ხალხში, პოლიტიკოსებს მეტის გაკეთების ვალდებულება გვაქვს და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ -ნიკა გვარამია

ჩვენ შეგვიძლია პროტესტის გამრავალფეროვნება და ამისთვის ბევრი რამე უნდა გავაკეთოთ, ეს პასუხისმგებლობაც არის, თუმცა ამაში გვჭირდება გარკვეულწილად გზამკვლევი, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსების მეტის გაკეთების შესაძლებლობა და ვალდებულება აქვთ.

„დღევანდელ შეხვედრაზე გვინდა მოვისმინოთ, რა არის საჭირო, რა მოლოდინებია ჩვენგან ხალხში, რომელიც რეალურად მთავარი დასაყრდენია პროტესტში. ამდენხნიანი უწყვეტობა, პირველ რიგში, ხალხის დამსახურებაა. ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისინი, ვინც არა მხოლოდ თავისი იქ დგომით ამაგრებს ამ პროტესტს, არამედ თავისი გადაწყვეტილებებითა და შრომით. ჩვენ შეგვიძლია პროტესტის გამრავალფეროვნება და ამისთვის ბევრი რამე უნდა გავაკეთოთ. ეს პასუხისმგებლობაც არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ამაში გვჭირდება გარკვეულწილად გზამკვლევი და ამ ხალხზე უკეთესი გზამკვლევი არავინ არ არის. კიდევ სხვა ბევრ რამეს ვაპირებთ და გვინდა, რომ ამ ხალხთან ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, რა არის სწორი, რა შეიძლება იყოს არასწორი, რა ჯობია, გაკეთდეს იმ ტაქტიკით, როგორც ჩვენ ვფიქრობთ ან შეიძლება, სხვა ტაქტიკით. მოკლედ, ეს არის დიალოგი იმ ხალხთან, ვინც ყველაზე უკეთესი მრჩეველიც არის და ყველაზე უკეთესი განმახორციელებელი. ვფიქრობ, ახლა პოლიტიკოსებს მეტის გაკეთების შესაძლებლობაც გვაქვს, ვალდებულებაც და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა გვარამიამ.

 





მსგავსი სიახლეები
,,ძალიან დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას''- პრემიერი
,,დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს''-პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2 272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ როცა 2020-ის შემდეგ 712,5 ლარიდან გაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება, შეფასდეს, არის თუ არა წარმატებული ხელისუფლების საქმიანობა
პრემიერი - სხვადასხვა ქვეყანაში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, გვაქვს აქტიური კონსულტაციები და ვგეგმავთ, შევამსუბუქოთ მათთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურები
,, 2024 წელს, 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში, 2020 წლის შემდეგ''- პრემიერი
,,გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული''- ირაკლი კობახიძე
,,ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა''- სოზარ სუბარი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ანალიტიკურ ცენტრებში შეხვედრები გამართა
ვინდა მოვისმინოთ, რა არის საჭირო, რა მოლოდინებია ხალხში, პოლიტიკოსებს მეტის გაკეთების ვალდებულება გვაქვს და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ -ნიკა გვარამია
ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება უნარით, გაარჩიონ - ვინ ირჩევს სიცოცხლის გზას და ვინ ტერორის, მეგობრობა რთულ დროში გამოიცდება - ისრაელის საელჩო
ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი-საგარეო საქმეთა სამინსიტრო
საქართველოს 8-10 მარტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა
ირანში ომის სცენარები -ავთანდილ წულაძე
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა
პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები დაასრულა
,,რადიკალების აზრით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ერთადერთი დარჩენილი რესურსია''- ვოლსკი
მეხუთე კოლონა ითხოვს, რომ საქართველო სანქციების ქვეშ მოჰყვეს, ფიქრობენ, ვითარება დაძაბონ, ამის ერთადერთი ბერკეტი უვიზო მიმოსვლის რამენაირად შეჩერებაა -ირაკლი ქადაგიშვილი
მთავრობა თუ თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება -კაია კალასი
კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე - სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული -ევროკომისია
ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა