საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ანალიტიკურ ცენტრებში შეხვედრები გამართა

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ანალიტიკური ცენტრების - უილსონის ცენტრი, ჰერითიჯის  ფონდი და America first policy institute ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან.

შეხვედრებისას მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ  შტატებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ცენტრების წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და  საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.

მხარეებმა შეხვედრისას აზრები გაცვალეს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებთან დაკავშირებით.

როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების  ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ცენტრების ექსპერტებისგან მათი ხედვა მოისმინეს  სამხრეთ კავკასიის რეგიონთან, რუსეთ-უკრაინის ომთან  და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში.

საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ში.

დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ძალიან დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას''- პრემიერი
,,დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს''-პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2 272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ როცა 2020-ის შემდეგ 712,5 ლარიდან გაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება, შეფასდეს, არის თუ არა წარმატებული ხელისუფლების საქმიანობა
პრემიერი - სხვადასხვა ქვეყანაში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, გვაქვს აქტიური კონსულტაციები და ვგეგმავთ, შევამსუბუქოთ მათთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურები
,, 2024 წელს, 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში, 2020 წლის შემდეგ''- პრემიერი
,,გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული''- ირაკლი კობახიძე
,,ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა''- სოზარ სუბარი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ანალიტიკურ ცენტრებში შეხვედრები გამართა
ვინდა მოვისმინოთ, რა არის საჭირო, რა მოლოდინებია ხალხში, პოლიტიკოსებს მეტის გაკეთების ვალდებულება გვაქვს და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ -ნიკა გვარამია
ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება უნარით, გაარჩიონ - ვინ ირჩევს სიცოცხლის გზას და ვინ ტერორის, მეგობრობა რთულ დროში გამოიცდება - ისრაელის საელჩო
ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი-საგარეო საქმეთა სამინსიტრო
საქართველოს 8-10 მარტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა
ირანში ომის სცენარები -ავთანდილ წულაძე
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა
პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები დაასრულა
,,რადიკალების აზრით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ერთადერთი დარჩენილი რესურსია''- ვოლსკი
მეხუთე კოლონა ითხოვს, რომ საქართველო სანქციების ქვეშ მოჰყვეს, ფიქრობენ, ვითარება დაძაბონ, ამის ერთადერთი ბერკეტი უვიზო მიმოსვლის რამენაირად შეჩერებაა -ირაკლი ქადაგიშვილი
მთავრობა თუ თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება -კაია კალასი
კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე - სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული -ევროკომისია
ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა