,,დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს''-პრემიერი
დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს, არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იყო წლები, როდესაც ვერ გარისკავდა ხელისუფლება და შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება, თუმცა როდესაც დაინახა ხელისუფლებამ, რომ შესაძლებელი იყო ამ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინვე მიიღო ზომები.
„თქვენ იცით, რამხელა ზეწოლის გადატანა მოგვიხდა გასული წლების განმავლობაში. რეალურად იყო ძალიან დიდი ზეწოლა, რომ საქართველოშიც დანერგილიყო მანკიერი იდეოლოგია. დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს. არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. იყო წლები, როდესაც ამას უბრალოდ, ვერ გარისკავდა ხელისუფლება, შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება, როდესაც დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო ამ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინვე მივიღეთ ზომები და სხვა მიმართულებითაც შეიძლება მუშაობის გაგრძელება. თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ. საქმე უკვე ვაჩვენეთ საზოგადოებას, როდესაც კონკრეტული კანონები მივიღეთ და კონკრეტული კანონები გავაუქმეთ. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. აბსოლუტურად ვიზიარებთ დამოკიდებულებას, რომ იდეოლოგია არის პრობლემური და ამ იდეოლოგიას აქვს კონკრეტული ხელშესახები უარყოფითი შედეგები, რაც აისახება ქორწინების და შობადობის სტატისტიკაზე. ამიტომ, მუშაობა არის გასაგრძელებელი და გავაგრძელებთ იმას, რაც აქტიურად დავიწყეთ, ორი წელიწადია", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - „იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის
პრემიერი: 60 000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5 000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ეს მიგრაციაში მაინცდამაინც დიდ წილს არ ქმნის
ირაკლი კობახიძე - ჩაითვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი იმ სფეროებში უცხოელების შემოყვანა, სადაც ხელოვნურად ვუმცირებთ ხელფასებს საქართველოს მოქალაქეებს
,,ჩვენ ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება, ასეთი ტემპით 4 წელიწადშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა
,,მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას" - პრემიერი
,,ძალიან დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას''- პრემიერი
,,დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს''-პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2 272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ როცა 2020-ის შემდეგ 712,5 ლარიდან გაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება, შეფასდეს, არის თუ არა წარმატებული ხელისუფლების საქმიანობა
პრემიერი - სხვადასხვა ქვეყანაში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, გვაქვს აქტიური კონსულტაციები და ვგეგმავთ, შევამსუბუქოთ მათთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურები
,, 2024 წელს, 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში, 2020 წლის შემდეგ''- პრემიერი
,,გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული''- ირაკლი კობახიძე
,,ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა''- სოზარ სუბარი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ანალიტიკურ ცენტრებში შეხვედრები გამართა
ვინდა მოვისმინოთ, რა არის საჭირო, რა მოლოდინებია ხალხში, პოლიტიკოსებს მეტის გაკეთების ვალდებულება გვაქვს და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ -ნიკა გვარამია
ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება უნარით, გაარჩიონ - ვინ ირჩევს სიცოცხლის გზას და ვინ ტერორის, მეგობრობა რთულ დროში გამოიცდება - ისრაელის საელჩო
ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი-საგარეო საქმეთა სამინსიტრო
საქართველოს 8-10 მარტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა
ირანში ომის სცენარები -ავთანდილ წულაძე
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა