,,ძალიან დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას''- პრემიერი
დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას, არ არსებობს საწარმო, სადაც სახელმწიფო არ ახდენს სუბსიდირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს 8 მილიარდამდე იყო და ამ დროის მონაცემებით, 25 მილიარდს გადასცდა მრეწველობის ბრუნვა, 2012 წელს განხორციელდა 646 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო 2024 წლის მაჩვენებელი იყო 1,9 მილიარდი.
„ძალიან დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას. ეს არის რუსთავის აზოტი, მეტალურგიული ქარხანა, ფერო, შაქრის წარმოება, მინის წარმოება და ა.შ. ეს არის ძირითადად ტრადიციული საწარმოები, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან მოქმედებს, თუმცა, მოხდა ამ საწარმოების თვისებრივი გადაიარაღება. მხოლოდ აზოტში 140 მლნ დოლარის ინვესტიცია არის ჩადებული. როცა საქმე ეხება მრეწველობას, პრაქტიკულად ყველა საწარმო არის ირიბი სუბსიდიის ქვეშ. არ არსებობს საწარმო, მრეწველობის ნაწილში, სადაც სახელმწიფო არ ახდენს სუბსიდირებას. კონკრეტული საწარმო დაახლოებით 40 მლნ ლარის შეღავათს იღებს. რომ არა ეს, 8 მილიონის ზარალზე გავიდოდა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ეკონომიკასთან მიმართებით მრეწველობის დონე დაბლა არ დავწიეთ. მოვახერხეთ, რომ გაყოლოდა ეს ყველაფერი ეკონომიკის ზრდას. შესაბამისად, მრეწველობა 8 მილიარდამდე იყო და 25 მილიარდს გადასცდა მრეწველობის ბრუნვა. 20 000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა მარტო მრეწველობის სფეროში. 2012 წელს განხორციელდა 646 მილიონი ლარის ინვესტიცია მრეწველობაში. 2024 წლის მაჩვენებელი იყო 1,9 მილიარდი ეს ყველაფერი იქნებოდა შეუძლებელი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. აზოტი იქნებოდა გაკოტრებული. ჭიათურა და ტყიბული იქნებოდა გაჩერებული. აგარის შაქარი, მინის წარმოება იქნებოდა გაჩერებული, რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა. ეს სახელმწიფოს ყოველწლიურად უჯდება მილიონები. ამას ვაკეთებთ აბსოლუტურად გააზრებულად, იმისათვის, რომ მრეწველობა შევინარჩუნოთ. ", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - „იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის
პრემიერი: 60 000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5 000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ეს მიგრაციაში მაინცდამაინც დიდ წილს არ ქმნის
ირაკლი კობახიძე - ჩაითვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი იმ სფეროებში უცხოელების შემოყვანა, სადაც ხელოვნურად ვუმცირებთ ხელფასებს საქართველოს მოქალაქეებს
,,ჩვენ ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება, ასეთი ტემპით 4 წელიწადშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა
,,მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას" - პრემიერი
,,ძალიან დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას''- პრემიერი
,,დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს''-პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2 272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ როცა 2020-ის შემდეგ 712,5 ლარიდან გაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება, შეფასდეს, არის თუ არა წარმატებული ხელისუფლების საქმიანობა
პრემიერი - სხვადასხვა ქვეყანაში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, გვაქვს აქტიური კონსულტაციები და ვგეგმავთ, შევამსუბუქოთ მათთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურები
,, 2024 წელს, 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში, 2020 წლის შემდეგ''- პრემიერი
,,გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული''- ირაკლი კობახიძე
,,ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა''- სოზარ სუბარი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ანალიტიკურ ცენტრებში შეხვედრები გამართა
ვინდა მოვისმინოთ, რა არის საჭირო, რა მოლოდინებია ხალხში, პოლიტიკოსებს მეტის გაკეთების ვალდებულება გვაქვს და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ -ნიკა გვარამია
ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება უნარით, გაარჩიონ - ვინ ირჩევს სიცოცხლის გზას და ვინ ტერორის, მეგობრობა რთულ დროში გამოიცდება - ისრაელის საელჩო
ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი-საგარეო საქმეთა სამინსიტრო
საქართველოს 8-10 მარტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა
ირანში ომის სცენარები -ავთანდილ წულაძე
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა