ირაკლი კობახიძე - წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება, ასეთი ტემპით 4 წელიწადშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა

 

ჩვენი მოქალაქეების მფარველობა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა მოქალაქეების მიმართ მფარველობის გამოჩენა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. 

 

„რეალურად ამას ვაკეთებთ, ეს ნაბიჯი, რაც გადაიდგა „ვოლტის", „გლოვოს", გიდებს და ა.შ. ნაწილში, სწორედ პროტექციონალიზმის გამოხატულებაა. ჩვენი მოქალაქეების მფარველობა, ეს არის ჩვენი ვალდებულება. მათ შორის შრომითი უფლებების ნაწილში, რომ სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების მფარველობის განსაკუთრებული ვალდებულება ეკისრება, ეს საყოველთაოდ არის აღიარებული. 

 

რაც შეეხება მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5 000-იანი მაჩვენებელი უკვე აჩვენებს იმას, რომ არავითარი პრობლემა ამ მიმართულებით არ გვაქვს. თუმცა კანონპროექტის დეტალებს არ ვიცნობ, შეგვიძლია განვიხილოთ, ვიმსჯელოთ, თუ ჩაითვლება, რომ შევჯერდებით საერთო პოზიციაზე, შეგვიძლია, ეს კანონპროექტი განვიხილოთ და მივიღოთ", - განაცხადა პრემიერმა. 

 

მისივე თქმით, მიგრანტების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

 

„სტუდენტების ნაწილში, ისედაც ინტერესი არ აქვს სტუდენტს, როდესაც სამედიცინო კურსს გაივლის, რეალურად ისინი საქართველოში არ საქმდებიან. სამედიცინო სფეროში ყველაზე დაბალია პროფესიული მიგრაციის მაჩვენებელი, იღებს დიპლომს, უბრუნდება თავის ქვეყანას და იწყებს ექიმად მუშაობას. გასულ 10 წელიწადში რამდენი უცხოელი არალეგალიც გავაძევეთ, იმდენი იქნა გაძევებული მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის პირველ ადგილზე არიან ინდოეთის მოქალაქეები 20,5 პროცენტია, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სტუდენტებად ჩამოვიდნენ, აღარ გააგრძელეს სწავლა და დარჩნენ მიგრანტებად. რისკი არსებობს  და ამიტომ სტუდენტების ნაწილში და შრომითი მიგრაციის ნაწილში დღესაც მოქმედებს კონტროლის სისტემა და კიდევ უფრო გასამკაცრებელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება.

 

„გეკა გელაძე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად დაახლოებით 7-8 თვის წინ შესაბამისად, მაჩვენებელი ძალიან კარგია. სამიზნე მაჩვენებელი 2026 წლისთვის გვაქვს 4 000 არალეგალი მიგრანტი და ტენდენცია არსებობს ზოგადად, როდესაც მკაცრდება მიგრაციული პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, თვითდინებით გადის ბევრი არალეგალი მიგრანტი. გავახუთმაგეთ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების რაოდენობა. საკმაოდ მძიმე ვითარება იყო, არ იყო საკმარისი რესურსი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება მოხდა. 4 000 არის რეალური მაჩვენებელი, ასეთი ტემპით ჩვენ 4 წელიწადშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - „იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის
პრემიერი: 60 000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5 000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ეს მიგრაციაში მაინცდამაინც დიდ წილს არ ქმნის
ირაკლი კობახიძე - ჩაითვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი იმ სფეროებში უცხოელების შემოყვანა, სადაც ხელოვნურად ვუმცირებთ ხელფასებს საქართველოს მოქალაქეებს
,,ჩვენ ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება, ასეთი ტემპით 4 წელიწადშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა
,,მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას" - პრემიერი
,,ძალიან დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას''- პრემიერი
,,დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს''-პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2 272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ როცა 2020-ის შემდეგ 712,5 ლარიდან გაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება, შეფასდეს, არის თუ არა წარმატებული ხელისუფლების საქმიანობა
პრემიერი - სხვადასხვა ქვეყანაში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, გვაქვს აქტიური კონსულტაციები და ვგეგმავთ, შევამსუბუქოთ მათთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურები
,, 2024 წელს, 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში, 2020 წლის შემდეგ''- პრემიერი
,,გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული''- ირაკლი კობახიძე
,,ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა''- სოზარ სუბარი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ანალიტიკურ ცენტრებში შეხვედრები გამართა
ვინდა მოვისმინოთ, რა არის საჭირო, რა მოლოდინებია ხალხში, პოლიტიკოსებს მეტის გაკეთების ვალდებულება გვაქვს და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ -ნიკა გვარამია
ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება უნარით, გაარჩიონ - ვინ ირჩევს სიცოცხლის გზას და ვინ ტერორის, მეგობრობა რთულ დროში გამოიცდება - ისრაელის საელჩო
ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი-საგარეო საქმეთა სამინსიტრო
საქართველოს 8-10 მარტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა
ირანში ომის სცენარები -ავთანდილ წულაძე
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა