პრემიერი: 60 000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5 000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ეს მიგრაციაში მაინცდამაინც დიდ წილს არ ქმნის
107 000 მოქალაქეს აქვს მინიჭებული საქართველოში ბინადრობის უფლება, 30% არიან რუსეთის მოქალაქეები, ინდოელები არიან 22% - ძირითადად ესენი არიან სტუდენტები, მერე მოდის აზერბაიჯანი, უკრაინა და ა.შ., - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები"
პრემიერის თქმით, 70% საქართველოში მცხოვრები მიგრანტების არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ისრაელიდან.
„რაც შეეხება უცხოელ მიგრანტებს, პირველ რიგში, გავიხსენებ სტატისტიკას. 107 000 მოქალაქეს აქვს მინიჭებული საქართველოში ბინადრობის უფლება, 30% არიან რუსეთის მოქალაქეები, ინდოელები არიან 22% - ძირითადად ესენი არიან სტუდენტები, მერე მოდის აზერბაიჯანი, უკრაინა და ა.შ. საზღვრის კვეთის მონაცემებით რომ განვსაზღვროთ პროცენტული მაჩვენებლები, 70% საქართველოში მცხოვრები მიგრანტების არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ისრაელიდან. რაც შეეხება ჩვენი რეგიონის კონკრეტულ ქვეყნებს, თურქეთს და ირანს, მათი წილი ჩვენს მთლიან მოსახლეობაში არის 0.7%.
რაც შეეხება მიგრანტების ჯგუფებს, ანუ როგორ ნაწილდება ეს 257 000 ადამიანი, როგორ ვიღებთ საბოლოო მაჩვენებელს. 37 000 არის სტუდენტი და მათი წვლილი ეკონომიკაში ძალიან დიდია. რაც შეეხება შრომით მიგრანტებს, შრომითი მიგრანტი, რომელიც სარგებლობს შესაბამისი ბინადრობის ნებართვით, არის 51 500 ადამიანი. ჩვენ საკმაოდ გახსნილი გვაქვს სივრცე უცხოელების საქართველოში დასაქმებისთვის. აქედან დაახლოებით 25% რუსეთის მოქალაქეა, ინდოეთის არის - 6 856, თურქეთი - 5 600, ბელარუსი - 5 000 და ა.შ. რაც შეეხება სექტორებს, მესამედი არის საინფორმაციო ტექნოლოგიები და ყველაზე მზარდი სექტორია ჩვენს ეკონომიკაში. აქ, საინტერესო ის არის, რომ ამ შემთხვევაში, უცხოელები კონკურენციაში არ შემოდიან ჩვენს მოქალაქეებთან. ისინი საქართველოდან საზღვარგარეთ უწევენ მომსახურებას კლიენტებს და მხოლოდ შემოაქვთ, ანუ არაფერი არ გააქვთ, არავის არ ეწილებიან და მხოლოდ შემოაქვთ საქართველოში და ჩვენს ეკონომიკაში რესურსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, IT სექტორის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. აქაც, იცით, რომ გავამარტივეთ შესაბამისი ბინადრობის ნებართვების გაცემა. მშენებლობა არის დაახლოებით 14%.
არის სექტორები, სადაც დღესაც, ეკონომიკის განვითარების დონიდან გამომდინარე, უკვე ქართველ მუშახელს ვეღარ პოულობ. ჯერ კიდევ 2012 წელს ელიავაზე უამრავი ქართველი იდგა, რომელიც ელოდებოდა სამუშაოს და ხშირად, უჭირდათ ყოველდღიურად სამუშაოს პოვნა. დღეს წამლად აღარ არის მშენებლობის სექტორში ადამიანი.
ჩვენ პრიორიტეტები განვსაზღვრეთ და მივიჩნიეთ, რომ მშებელობის სექტორში უფრო არის მიზანშეწონილი უცხოელების დასაქმება, ვიდრე „გლოვოში", „ვოლტში" და ა.შ. მათ შორის, მშენებლების ინტერესებიც გავითვალისწინეთ და კომპლექსურად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ყველაფერი გავითვალისწინეთ, მშენებლის ინტერესი რა არის, ჩვენი მოქალაქის ინტერესი რა არის, სახელმწიფოსი და აქედან გამომდინარე მშენებლობა დარჩა, „ვოლტი", „გლოვო", გიდები და ა.შ. არ დარჩა. არის სხვა სექტორები, მათ შორის, სტუმარ-მასპინძლობის სფეროშიც გვაქვს სამუშაო ძალის დეფიციტი. 5% არიან უცხოელები, ვინც მრეწველობის სფეროშია დასაქმებული, იმიტომ, რომ ხშირად ქართველებს არ უნდათ მსხვილ საწარმოში მუშაობა.
37 000 სტუდენტი, 51 500 შრომითი მიგრანტი, 30 000 ამ 257 000-დან მაქსიმუმ არის უკრაინელი ლტოლვილი. პრაქტიკულად უცხოელებად ვერც ჩაითვლებიან ფართო გაგებით, 47 500 ამ მაჩვენებლიდან მარტო არის საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი, საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან ისეთი უცხოელი, ასეთი ცოტაა, ვისაც 10 წელიწადზე მეტი აქვს ნაცხოვრები საქართველოში. თითქმის 50 000 არის ასეთი. 6 000 არის მოკლევადიანი და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვით ვინც სარგებლობს. ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე, რომ ბინების შეძენის საფუძველზე თითქოს ადვილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება. ჯერ ერთი, უსაფრთხოების კონტროლს გადის ყოველთვის ეს პროცედურა და 60 000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5 000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა. ეს მიგრაციაში მაინცდამაინც დიდ წილს არ ქმნის. 2 000 არის ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელიც ამის საფუძველზე სარგებლობს ბინადრობის ნებართვით. უხეში გაანაგრიშებით, დაახლოებით, 20 000 არის არალეგალი და ამ მიმართულებით, იცით, რომ სერიოზული ზომების მიღება გვაქვს დაგეგმილი და დაახლოებით 50 000-მდე არის ისეთი უცხოელი მოქალაქე, ძირითადად ესენი არიან რუსეთიდან და ბელარუსიდან, სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც სარგებლობენ 1-წლიანი საქართველოში დაყოვნების უფლებით. ეს არის საერთო სტრუქტურა.
საბოლოო ჯამში, ვიტყოდი, რომ ვითარება არც ისე მძიმეა, როგორც ხანდახან ჩანს ხოლმე. ხშირად არის ხოლმე სპეკულაციური განცხადებები, თუმცა ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მიგრაციული პროცესების მართვა არის აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაგექცეს ეს პროცესები და ამ შემთხვევაში მივიღებთ დემოგრაფიულ პრობლემებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - „იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის
პრემიერი: 60 000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5 000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ეს მიგრაციაში მაინცდამაინც დიდ წილს არ ქმნის
ირაკლი კობახიძე - ჩაითვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი იმ სფეროებში უცხოელების შემოყვანა, სადაც ხელოვნურად ვუმცირებთ ხელფასებს საქართველოს მოქალაქეებს
,,ჩვენ ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება, ასეთი ტემპით 4 წელიწადშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა
,,მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას" - პრემიერი
,,ძალიან დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას''- პრემიერი
,,დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს''-პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2 272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ როცა 2020-ის შემდეგ 712,5 ლარიდან გაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება, შეფასდეს, არის თუ არა წარმატებული ხელისუფლების საქმიანობა
პრემიერი - სხვადასხვა ქვეყანაში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, გვაქვს აქტიური კონსულტაციები და ვგეგმავთ, შევამსუბუქოთ მათთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურები
,, 2024 წელს, 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში, 2020 წლის შემდეგ''- პრემიერი
,,გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული''- ირაკლი კობახიძე
,,ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა''- სოზარ სუბარი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ანალიტიკურ ცენტრებში შეხვედრები გამართა
ვინდა მოვისმინოთ, რა არის საჭირო, რა მოლოდინებია ხალხში, პოლიტიკოსებს მეტის გაკეთების ვალდებულება გვაქვს და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ -ნიკა გვარამია
ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება უნარით, გაარჩიონ - ვინ ირჩევს სიცოცხლის გზას და ვინ ტერორის, მეგობრობა რთულ დროში გამოიცდება - ისრაელის საელჩო
ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი-საგარეო საქმეთა სამინსიტრო
საქართველოს 8-10 მარტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა
ირანში ომის სცენარები -ავთანდილ წულაძე
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა