8 მარტს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა - ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ -
წმინდა მატრონა ითვლება უამრავი დაავადების მკურნალად. მის სახელს უკავშირდება ურიცხვი სასწაული.
ნეტარი მატრონა სიცოცხლეშივე აღიარეს, როგორც დიდი წინასწარმეტყველი და სასწაულთმოქმედი. ნეტარი მატრონა ფლობდა შეუჩერებელი ლოცვის ძალას. წმინდანი დაბადებიდანვე ბრმა იყო. 8 წლის მატრონას უქვე ჰქონდა კურნების და ნათელმხილველობის სასწაულებრივი ნიჭი.
მატრონა გულმხურვალე ლოცვებით ხალხს სასწაულებრივად კურნავდა.
წმინდა მატრონამ დააწერინა ღვთისმშობლის ხატი სახელწოდებით "დაღუპულთა მომძიებელი". მატრონა ამ ხატს არასდროს არ განშორებია და ყველგან თან დაქონდა.
უსინათლო მატრონას 16 წლის ასაკში ფეხებიც წაერთვა და მას შემდეგ აღარასდროს უვლია.
ნეტარი მატრონა ყველას ეუბნებიდა, რომ თვითონ კი არ იყო მკურნალი, არამედი მისი ლოცვებით და შუამდგომლობით თავად უფალი ქრისტე კურნავდა ადამიანებს. ნეტარი მატრონა ყველას მოუწოდებდა, რომ ერწმუნათ ღმერთი და ცოდვებს განშორებოდნენ. ზოგიერთს აინტერესებდა წმინდანის ცხოვრების დეტალები და უთვალთვალებდნენ, თუ რას აკეთებდა იგი ღამით: ნეტარი მატრონა მთელი ღამე ლოცულობდა და მეტანიებს ასრულებდა.
ლოცვა ნეტარი მატრონასადმი
ჵ, ნეტარო დედაო, მატრონა, შეისმინე და შეგვიწყნარე აქ ჩუენცა ცოდუილნი, შენდამი მღაღადებელნი, შეჩვეულო მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შეწყნარებად და შესმენად ტანჯულთა და ტვირთმძიმეთა, რწმენითა და სასოებით შენი მფარველობისა და შეწევნისადმი მოლტოლვილთა, სწრაფი შეწევნისა და სასწაულებრივი კურნების ყველასათვის მიმნიჭებელო; დე, ნუ მოგვაკლებ შენს გულმოწყალებას ჩუენ, უღირსთა, ამაო სოფლად მშფოთვარეთ და სულიერ მწუხარებათა შინა ნუგეშისა და თანაგრძნობის და ხორციელ უძლურებათა შინა, შეწევნის ვერსად მპოვნელთა: განკურნე უძლურებანნი ჩუენნი, გვიჴსენ ცდუნებათა და სატანჯუელთაგან ბოროტისა, ძლიერად მბრძოლისა, შეგვეწიე ტვირთვად ცხოვრებისეული ჯურისა და ატანად ცხოვრების მთელი სიმძიმილისა, რათა შევიძლოთ შენარჩუნება ღმრთის ხატებისა, სიცოცხლის ბოლომდე დამარხვა მართლამდიდებული მრწამსისა ღმრთისადმი შეურყეველი სასოებისა და იმედისა და არაფარისევლური სიყუარულისა მოყუასისადმი. შეგვეწიე ამ სოფლიდან განსვლისას, რაჲთა ჩუენცა მკჳდრდთა მას შინა წმიდათა თანა ღირს ვიქმენით მიწევნად სასუფეველსა ცათასა, მადიდებელნი გულმოწყალებისა და სახიერებისა ზეციური მამისა, სამებაში თაყუანისცემულისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე ამინ.
მსგავსი სიახლეები
8 მარტს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა - ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ -
8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
8 მარტის ამინდის პროგნოზი
დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა
7 მარტს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა - ლოცვა რომლიც ამ დღეს უნდა წავიკითხოთ
7 მარტის ამინდის პროგნოზი
7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
რამდენს იხდის ერთი გადამფრენი თვითმფრინავი საქართველოს ცის გამოყენებისთვის?
მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის მასკატიდან დამატებითი სპეციალური რეისი დაინიშნა
ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს-კომუნიკაციების კომისია
საქართველოს ზოგიერთ რაიონში 7-9 მარტს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
"თბილსერვის ჯგუფის" ავტობაზა 22 ერთეული სპეცმანქანით განახლდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს
მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან-საქართველოს საგარეო უწყება
6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
კობა კობალაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილეს ლევან ღირსიაშვილს შეხვდა
სპეციალური რეისი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს მასკატიდან შესრულდება
გაზის მიწოდება 3500 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ამინდის პროგნოზი