თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ

 

თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე მივიდნენ. ამ ფორმით, სასამართლოში გამოკითხვა მათ თავად მოითხოვეს. საქმე ეხება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, სადაც საუბრობდნენ, რომ საქართველოში პროირანული გავლენები გაჩნდა.

გამოძიება მიმდინარეობს 319-ე მუხლით, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

გამოკითხვის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა გიორგი კანდელაკმა.

„რაც წერია კვლევაში, რომლის თანაავტორიც მე ვარ, ეს არის ჰადსონის ინსტიტუტის ინტელექტუალური საკუთრება. ყველაფერი არის საჯაროდ ცნობილი. არც სხვა კვლევებში, მაგალითად თინა ხიდაშელი კვლევაში, ან საჯარო განცხადებებში, რაც გაკეთდა სხვა ადამიანების მხრიდან - გივი თარგამაძის, ან სანიკიძის მხრიდან, არაფერი თქმულა ისეთი, რაც ცნობილი არ არის", - განაცხადა კანდელაკმა.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში", ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა, კვლევაში ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.

 

 





მსგავსი სიახლეები
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი -სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
,, როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ''- სუს-ში ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა დასრულდა
ვახტანგ კაპანაძე სუს-ში დაკითხვაზე მივიდა
შსს აღაიანში მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს
თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ
სუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს
სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი
ვსწავლობთ ბოლო დღეებში სხვადასხვა პირის განცხადებებს საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ, დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები -სუს-ი
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
ძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა
თბილისის აეროპორტში, საბაჟოზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს პლასტიკის ბოთლებში "კეტამინის" შემცველი სითხე აღმოუჩინეს
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვის გამო დააკავეს
"ლიბერთი ბანკის" შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული იყო შედუღების აპარატი, სავარაუდოდ მისგან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, დაწყებულია გამოძიება - შსს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შსს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, ნარკოდანაშაულში ჩართულ ყველა პირს მოუწევს, კანონის წინაშე უმკაცრესად აგოს პასუხი -ალექსანდრე დარახველიძე
პოლიციამ თემქაზე ერთი პირის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავა
აჭარის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა