ირაკლი კობახიძე - Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა
Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო
დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, ასევე, საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, იყო დისკუსიის შესაძლებლობა და საზოგადოებამ
ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო Eagle hills-ის ინვესტიციისა და მიგრაციის თემასთან დაკავშირებით.
"ასეთ პირობებში, როდესაც უარს ამბობენ ადამიანები დებატებზე, ჩანს, რომ მათ აქვთ დისკუსიის შიში და ეს მკაფიოდ გამოჩნდა. მიგრაციის და Eagle hills-ის პროექტის თემა ძალიან აქტუალურია და ამ საკითხზე საზოგადოება ინფორმაციას მონოლოგის რეჟიმში იღებდა. როცა მონოლოგის რეჟიმში გესაუბრებიან, ბუნებრივია, სრულფასოვან ინფორმაციას ვერ იღებ. დღეს იყო დისკუსიის შესაძლებლობა და ალბათ საზოგადოებამ
ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო ორივე თემასთან დაკავშირებით. კარგია, რომ
არსებითად კონსტრუქციულ რეჟიმში
წარიმართა ეს დისკუსია და დარწმუნებული ვარ, ასეთ რეჟიმში გაგრძელდება დებატები ტელეკომპანია "იმედში".
რაც შეეხება მიგრაციას, დემოგრაფიას, ეს არის ერთ-ერთი რთული, მტკივნეული საკითხი. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ამ
მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებაზე და ამ კუთხით ინივიატივებიც გავაჟღერეთ. რაც შეეხება Eagle hills-ის ინვესტიციას, იყო
ძალიან დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, როდესაც 8 ბინა იყიდება 257 ბინიდან არაბ მოქალაქეებზე, ჩანს, რომ თითიდან გამოწოვილი იყო ეს კამპანია. ასევე ჩვენ გვქონდა ფინანსურ
მხარეზე საუბრის შესაძლებლობა და ალბათ საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
ცივილიზაცია არის მხოლოდ დასავლეთში და ყველა დანარჩენი საზოგადოებები არის ანტიცივილიზაციური - ალექსანდრე რაქვიაშვილი
საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არამედ გეოეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა გადაარჩენს გლობალური გამოწვევებისაგან - დავით ქართველიშვილი
როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება - მაკა ბოჭორიშვილი
თუკი მოხერხდა აღმოსავლური ძალების თავმოყრა სატრანზიტო წერტილში - საქართველოში, მაშინ ევროპის და ამერიკის ინტერესი ჩვენდამი გაიზრდება - რამაზ საყვარელიძე
ბორის ჩელე ყურუა: ასე უცებ, მოკლე ვადაში, ცვლილებების მოხდენის საშუალება ოპოზიციის მხარეს არ არის
ოპოზიციის ალიანსი დღეს არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა და პარტიების აკრძალვაზე განცხადება ნამდვილად ასახავს რეჟიმის შიშს -თინა ბოკუჩავა
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგედიაა -ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა -ირაკლი კობახიძე
ვაშინგტონში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შეგვიძლია, გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი -ნიკოლოზ სამხარაძე
სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი პარტნიორობა პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში დაანგრია, ისღა დაგვრჩენია, ივნისს დაველოდოთ, როცა საქართველოდან წავა -შალვა პაპუაშვილი
საქართველომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, ეს აჩვენებს, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება -ირაკლი კობახიძე
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს
9 მარტიდან 9 აპრილამდე დიდი დრო გავიდა და ქართველმა ხალხმა საკუთარი ოცნების ახდენა მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაციის შედეგად შეძლო, არა ერთი ადამიანის სახელის დასაცავად, არამედ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად -თამარ ჩიბურდანიძე
ქართველი ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერი იმპერიისა თუ უცხო ძალის ზეგავლენის მდგომარეობაში, იდენტობას არ ივიწყებს, ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ არასოდეს შეწყდება -შალვა პაპუაშვილი
“იმედის” და “პოსტივის” დასანქცირება ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, სიცრუი გავრცელებისთვის'' -პრემიერი
,,ლომჯარია არ არის ერთადერთი, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული'',- ვოლსკი
ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
ლევან მაჭავარიანი: დიდი იმედი მაქვს, რომ სუს-ი ბოლომდე მიიყვანს ყველაფერს და ამ უსამშობლოებს პასუხს აგებინებს"
,,თუკი ვინმეს აქვს მსგავსი ინფორმაცია, პირველ რიგში თავისი ფეხით უნდა მისულიყო უშიშროების სამსახურში და განეცხადებინა''- სოზარ სუბარი
,,აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შორს წავიდა - ეს საჭიროებს რეაგირებას''- გიორგი კანდელაკი