გიგა ბოკერია - ქართველები რეალურ უსაფრთხოებას მივაღწევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ
ამ რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის ჩამოშლას, ქაოსს და დესტაბილიზაციას, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბოკერია აღნიშნავს, „ქართველები რეალურ უსაფრთხოებას მხოლოდ მას შემდეგ მიაღწევენ, რაც ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოაშორებენ".
„ხამენეი, მზად ვარ შენი ბრძანების შესასრულებლად!" - ამ მოწოდებით შეიკრიბნენ თბილისში ირანის საელჩოსთან საქართველოს მოქალაქეები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ მიმდინარეობდა წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის კურთხევით საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებში ირანის ისლამისტური რეჟიმის პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენის ინფილტრაცია. ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ცხოვრობდნენ მავნე იდეებით მოწამლული მოქალაქეები, თუმცა საჯარო ჯგუფური განაცხადი, რომლითაც მოქალაქეები უცხო ქვეყნის, თანაც ტერორისტულ რეჟიმს მორჩილებას უცხადებენ, აშკარად მყისიერი საფრთხის მატარებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით ამ განწყობილებების მთელი ქსელი გაქვს. ამას ადასტურებს როგორც ბოლო პერიოდში ქვემო ქართლში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით ტერორისტული ჯგუფების და ისლამისტური რეჟიმის მხარდამჭერი დემონსტრაციები, ასევე მუსლიმთა სამმართველოს საჯარო პოზიციონირება, რომელმაც კაცობრიობის მტრად არა ირანის ტერორისტული რეჟიმი, არამედ მასთან დაპირისპირებული თავისუფალი სამყარო შერაცხა. ასეთ დროს სუს-ი რადიკალი ისლამისტების გავლენის განეიტრალების ნაცვლად, ამ გავლენის საფრთხეზე საუბრისთვის იბარებს ადამიანებს დაკითხვაზე.
უთვალთვალებენ დასავლელ დიპლომატებს, მტრად ჰრაცხავენ ქართველი ხალხის მოკავშირეებს, რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით დევნიან დემოკრატიულ ოპონენტებს და კანონმორჩილ მოქალაქეებს - და ამ დროს, მათ თვალწინ ან მათი კურთხევით, თავისუფლების მტრები ქვეყნის შიგნით პოზიციებს იძლიერებენ. ამ რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის ჩამოშლას, ქაოსს და დესტაბილიზაციას. ქართველები რეალურ უსაფრთხოებას მივაღწევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს ნახტომისებურად გავაძლიერებთ, ქვეყნის შიგნით მტრული სახელმწიფოების გავლენის ქსელებს გავანეიტრალებთ, აღვადგენთ და განვამტკიცებთ ურთიერთობას ქართველი ხალხის მოკავშირეებთან და ქვეყანას უსაფრთხო, დასავლური სივრცის ნაწილად ვაქცევთ",- წერს ბოკერია სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები
“იმედის” და “პოსტივის” დასანქცირება ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, სიცრუი გავრცელებისთვის'' -პრემიერი
,,ლომჯარია არ არის ერთადერთი, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული'',- ვოლსკი
ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
ლევან მაჭავარიანი: დიდი იმედი მაქვს, რომ სუს-ი ბოლომდე მიიყვანს ყველაფერს და ამ უსამშობლოებს პასუხს აგებინებს"
,,თუკი ვინმეს აქვს მსგავსი ინფორმაცია, პირველ რიგში თავისი ფეხით უნდა მისულიყო უშიშროების სამსახურში და განეცხადებინა''- სოზარ სუბარი
,,აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შორს წავიდა - ეს საჭიროებს რეაგირებას''- გიორგი კანდელაკი
,,არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ''- თინა ხიდაშელი
გიგა ბოკერია - ქართველები რეალურ უსაფრთხოებას მივაღწევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ
ირაკლი კობახიძე - Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა
ირაკლი კობახიძე - „იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის
პრემიერი: 60 000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5 000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ეს მიგრაციაში მაინცდამაინც დიდ წილს არ ქმნის
ირაკლი კობახიძე - ჩაითვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი იმ სფეროებში უცხოელების შემოყვანა, სადაც ხელოვნურად ვუმცირებთ ხელფასებს საქართველოს მოქალაქეებს
,,ჩვენ ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება, ასეთი ტემპით 4 წელიწადშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა
,,მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას" - პრემიერი
,,ძალიან დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას''- პრემიერი
,,დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს''-პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2 272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ როცა 2020-ის შემდეგ 712,5 ლარიდან გაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება, შეფასდეს, არის თუ არა წარმატებული ხელისუფლების საქმიანობა
პრემიერი - სხვადასხვა ქვეყანაში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, გვაქვს აქტიური კონსულტაციები და ვგეგმავთ, შევამსუბუქოთ მათთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურები
,, 2024 წელს, 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში, 2020 წლის შემდეგ''- პრემიერი