,,არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ''- თინა ხიდაშელი

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მაგისტრატი მოსამართლის წინაზე გამოკითხვა მის მიერ ირანთან დაკავშირებულ განცხადებას ეხებოდა.

როგორც ხიდაშელმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ამოცანა მიღწეულია, რომ ამ საკითხით დაინტერესდნენ.

ხიდაშელი იმედოვნებს, რომ თუ რამე საფრთხე ემუქრება ქვეყანას, შესაბამისი უწყებები საკითხს გაარკვევენ.

„მგონი, მათ განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იყო ნათქვამი, რა აინტერესებდათ, ამიტომ, მისგან განსხვავებული ვერაფერს გეტყვით. ინგას [გრიგოლია] ეთერში ჩემი გამოსვლით იყვნენ დაინტერესებული. კითხვები მხოლოდ და მხოლოდ ამ თემაზე იყო. ასე გამოკითხვა ყოველთვის არის ფაქტობრივ გარემოებებზე. შეფასებები და არგუმენტებიც შეიძლება დააინტერესოთ, მაგრამ ეს არ არის საინტერესო. ბუნებრივია, ამ კითხვებზე პასუხები არასდროს არის. ეს პროცესი არის ახლა სამართლებრივი. შესაბამისად, მოქცევაც არის სამართლებრივი. ყველა ფაქტი, რომელიც არსებობს და თუკი არსებობს, საჯარო სივრცეშია ხელმისაწვდომი. მე ვარ კერძო პირი, რომელსაც წვდომა მაქვს მხოლოდ იმ ინფორმაციაზე,რომელიც საჯარო სივრცეში არის ხელმისაწვდომი. შეიძლება ადამიანს სხვა წყაროებიდან ჰქონდეს ინფორმაცია და ეს უნდა გაარკვიონ, ამიტომ, კითხვების დასმაში არ არის პრობლემა, ეს ნორმალური პროცესია. სიმართლე გითხრათ, სასამართლოშიც ვუთხარი და ახლაც შემიძლია გავიმეორო, ჩემი ამოცანა მიღწეულია. მინდოდა, რომ როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ვიღაც საყვირს ჩაბერავს საფრთხის შესახებ და მერე საგამოძიებო ორგანოები ამ საკითხს მოიკვლევენ... როგორც ჩანს, ჩემი ამოცანა შესრულებულია, ისინი დაინტერესდნენ. თუ რამე საფრთხე ემუქრება ქვეყანას, იმედი დავიტოვოთ, რომ ამას გაარკვევენ. თუ არა, ყველა მადლობას გადავუხდით, რომ გარკვეულია. იმედი უნდა დავტოვოთ, რომ ახლა ამ საკითხს ფუნდამენტურად შეისწავლიან, ან აღმოჩნდება პრობლემა ან არა",-განაცხადა ხიდაშელმა.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ არის მისი გამოკითხვა ერთგვარი დაშინების მცდელობა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უპასუხა, რომ მას „ვერაფრით შეაშინებენ.

„არ ვიცი, ვის რა მცდელობა აქვს, მე რომ ვერაფრით შემაშინებენ, მგონი ამ 32 წლის განმავლობაში, რაც ტელეეკრანებზე მხედავს ხალხი, ეს დადასტურებულია. მართლა ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას მოწმის სახით რომ იკითხები რამე საკითხზე",-განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, მას არ უთქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ.„ამ [ალ-მუსტაფას] უნივერსიტეტის ფილიალია, არც უნივერსიტეტია. საბედნიეროდ, აკრედიტაცია მიღებული არ აქვს, მაგრამ ფილიალი, რაღაც ტიპის წარმონაქმნი საქართველოში ფუნქციონირებს, რომელსაც მიხედვა სჭირდება. მე არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. გიდასტურებთ, რომ ეს უნივერსიტეტი ზუსტად ამისთვის არის დასანქცირებული მინიმუმ 3 ქვეყნის კანადის, გერმანიის, აშშ-ს მიერ და ეს დოკუმენტი არსებობს", - განაცხადა ხიდაშელმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
"სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული"- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყულევის ყოფნას
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ეს დამთხვევაა
ნიკოლოზ სამხარაძე - ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
,,პიტერ ფიშრს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის უნდა გადადგეს''- ტომაშ ფროელიხი
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი
შეერთებულმა შტატებმა საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა - ალექსანდრე დარახველიძე
პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ურყევი ერთგულება, თავიდან აიცილოს უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა -მაკა ბოჭორიშვილი
"ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები-"ნაციონალური მოძრაობა"
მივესალმები საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას -დევიდ ო’სალივანი
ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო
ოპოზიციური ალიანსის გაერთიანებას მივესალმები, აუცილებლად დაეცემა დიქტატურა, მაგრამ ამისთვის საჭიროა თავგანწირვა, თუნდაც მარტო საერთაშორისო რეაქციებით, საკითხი არ გადაწყდება -სააკაშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
როგორც ჩანს, პეტერ ფიშერის შემთხვევაში დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ სიმართლის არშემჩნევა, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა? -შალვა პაპუაშვილი