,,აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შორს წავიდა - ეს საჭიროებს რეაგირებას''- გიორგი კანდელაკი
აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შორს წავიდა. ეს არის პრობლემა საქართველოსთვის. რეაგირებას ეგ საჭიროებს და არა ის საჯაროდ ცნობილი ფაქტები, რომელიც სხვა კვლევაშია მიმოხილული, თუ კიდევ რომელ კვლევაში და სტატიაში, - ამის შესახებ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" წევრმა, გიორგი კანდელაკმა საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სერიოზული პრობლემაა, როცა ჭავჭავაძის გამზირზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წინ, ასეულობით თანამოქალაქე დგას აიათოლა ხამენეის პორტრეტით.
„უპირველეს ყოვლისა, გასაკვირი იყო ჩემთვის საერთოდ ეს გამოკითხვა და სხვა გამოკითხვებიც, რადგან რაც დაუმსახურებლად უყურადღებოდ რჩება, არის არა ამა თუ იმ კვლევის შინაარსი, არამედ საჯაროდ ცნობილი ფაქტები, რომელიც ამ კვლევაში არის აღწერილი.
ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც ტერორიზმის გამოა დასანქცირებული, საჯაროდ არის ცნობილი და არაერთი მოსმენა გამართულა ამერიკის კონგრესში ამასთან დაკავშირებით. გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ თურმე ეს დიდი ქსელია საქართველოში. სერიოზული პრობლემაა, როცა ჭავჭავაძის გამზირზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წინ, ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე დგას აიათოლა ხამენეის პორტრეტით და ყვირიან, რომ ჩვენ მზად ვართ შენი ბრძანების შესასრულებლადო. რა ბრძანების შესასრულებლად არიან მზად? ხამენეის გაცხადებული მიზანი იყო ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ამერიკელების მკვლელობა. ვინც გუშინ ყვიროდა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აშკარად ინდოქტრინებულები არიან და აშკარად სჯერათ რასაც ამბობენ, ვინმე რომ წავიდეს და რამე ჩაიდინოს მერე რას ვშვებით საერთოდ? ამიტომ აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შორს წავიდა. ეს არის პრობლემა საქართველოსთვის. რეაგირებას ეგ საჭიროებს და არა ის საჯაროდ ცნობილი ფაქტები, რომელიც სხვა კვლევაშია მიმოხილული თუ კიდევ რომელ კვლევაში და სტატიაში", - განაცხადა კანდელაკმა.
კითხვაზე, რატომ გასაჯაროვდა ახლა ჩატარებული კვლევა, კანდელაკი აღნიშნავს, რომ ახლა იმიტომ გასაჯაროვდა, რომ კვლევა რამდენიმე კვირის წინ იყო მზად, უბრალოდ რედაქტირებას და დაკაბადონებას გადიოდა და ეს უბრალოდ დამთხვევაა.
„ახლა იმიტომ გასაჯაროვდა, რომ კვლევა რამდენიმე კვირის წინ იყო მზად, უბრალოდ რედაქტირებას და დაკაბადონებას გადიოდა. ეს უბრალოდ დამთხვევაა. პრობლემა არის ისევ და ისევ ამ კვლევაში ჩამოთვლილი მოვლენები და ჭავჭავაძის გამზირზე რომ ყვირის ასობით ჩვენი თანამოქალაქე, რომ ხამენეის ბრძანებებს შევასრულებთო აი ახლაო. აი ეგ არის მყისიერი საფრთხის მატარებელი", - აღნიშნა კანდელაკმა.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
"სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული"- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყულევის ყოფნას
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ეს დამთხვევაა
ნიკოლოზ სამხარაძე - ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
,,პიტერ ფიშრს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის უნდა გადადგეს''- ტომაშ ფროელიხი
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი
შეერთებულმა შტატებმა საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა - ალექსანდრე დარახველიძე
პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ურყევი ერთგულება, თავიდან აიცილოს უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა -მაკა ბოჭორიშვილი
"ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები-"ნაციონალური მოძრაობა"
მივესალმები საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას -დევიდ ო’სალივანი
ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო
ოპოზიციური ალიანსის გაერთიანებას მივესალმები, აუცილებლად დაეცემა დიქტატურა, მაგრამ ამისთვის საჭიროა თავგანწირვა, თუნდაც მარტო საერთაშორისო რეაქციებით, საკითხი არ გადაწყდება -სააკაშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
როგორც ჩანს, პეტერ ფიშერის შემთხვევაში დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ სიმართლის არშემჩნევა, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა? -შალვა პაპუაშვილი