დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენო ადამიას 90 წელი შეუსრულდებოდა.

 

გმირის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილესთან, ჯანდრი უბირიასთან, ა(ა) იპ "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის"დირექტორთან, ედუარდ ჯიშკარიანთან,სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მოედანზე იმყოფებოდა, სადაც გენო ადამიას ბიუსტი,შემდეგ კი- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

თარიღთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ ა(ა)იპ "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის" დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები, "აფხაზეთის მეომართა კავშირის" თავმჯდომარე, ანზორ მარგიანი და გენო ადამიას ოჯახის წევრები.

მოგვიანებით, გმირთა მოედანზე შეკრებილები, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, გენო ადამიას საფლავზე მივიდნენ და ეროვნული გმირის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი.

გენო ადამია, 1936 წელს, სენაკში დაიბადა. 1990-იან წლებში იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, 1992 წელს, გენო ადამიამ დაიწყო მოხალისეთა შეგროვება ქალაქის მოსალოდნელი აგრესიისაგან დაცვის მიზნით. განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა ეროვნული გვარდიის 23-ე ბრიგადის ფორმირებაში და ერთ-ერთი, კარგად ორგანიზებული საბრძოლო შენაერთი ჩამოაყალიბა. სიკვდილამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური გახლდათ.

1993 წელს, გენო ადამიას, გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. აფხაზეთის ომში, მასთან ერთად, მისი ორი ვაჟი-გოჩა და ელგუჯა მონაწილეობდნენ. ელგუჯა ადამია, მაშინ სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი იყო. ''მე ჩემი სოხუმიდან ცოცხალი არ გავალ,''- თქვა გენო ადამიამ და თავისი სიტყვა კიდეც აასრულა! გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლებთან ერთად, ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა. მისი ნეშტის გადმოსვენება მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ მოხერხდა.

1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

2020 წლის 22 სექტემბერს, გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დიდება გმირებს

 

 





მსგავსი სიახლეები
ეკლესია 9 მარტს წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნას აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
9 მარტის ამინდის პროგნოზი
2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 მკვლელობის მცდელობის ფაქტი - სახალხო დამცველი
,,კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ვეტერანთა ღირსეულ, უკვე თქვენ საკუთარ ოჯახში,''- კობა კობალაძემ ჟურნალისტ ქალბატონებს, 8 მარტი ომის მონაწილის სტატუსის მინიჭებით მიულოცა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას დაბადების დღეა
მასკატიდან დამატებითი რეისი შესრულდა
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საავიაციო სექტორში ჩართული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა საქართველოში 49%-ით გაიზარდა
დააკავეს არასრულწლოვნები, რომლებმაც თბილისში სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები გაქურდეს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
8 მარტს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა - ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ -
8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
8 მარტის ამინდის პროგნოზი
დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა
7 მარტს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა - ლოცვა რომლიც ამ დღეს უნდა წავიკითხოთ
7 მარტის ამინდის პროგნოზი
7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
რამდენს იხდის ერთი გადამფრენი თვითმფრინავი საქართველოს ცის გამოყენებისთვის?
მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის მასკატიდან დამატებითი სპეციალური რეისი დაინიშნა
ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს-კომუნიკაციების კომისია