ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „არავინ იცის“, ვინ იქნება მომავალი უზენაესი ლიდერი

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ „არავინ იცის", ვინ იქნება მომდევნო უზენაესი ლიდერი, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პასუხისმგებელმა ორგანომ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელი აირჩია.

„ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ ექსპერტთა ასამბლეის შეკრებას და ახალი უზენაესი ლიდერის არჩევას", - განაცხადა არაღჩიმ NBC-თან საუბრისას.

არაღჩის თქმით, ვიდრე ასამბლეა შეიკრიბება, დროებითი ლიდერთა საბჭოა პასუხისმგებელი და ყველა ირანული ინსტიტუტი თავის საქმეს ასრულებს.

არაღჩის ასევე ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ მას ირანის ახალი ლიდერის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ არავის ვუშვებთ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას. ეს ირანელი ხალხის გადასაწყვეტია. ეს მხოლოდ ირანელი ხალხის საქმეა", - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ირანი არც ტრამპის მოთხოვნას მიიღებს უპირობო კაპიტულაციის შესახებ და დასძინა, რომ ირანი თავდაცვის მიზნით მოქმედებას გააგრძელებს, ამასთან აღნიშნა,რომ „ამ ომის გაგრძელება არავის სურს".

არაღჩიმ ასევე გაიმეორა პოზიცია, რომ ირანი არა მეზობლებს, არამედ აშშ-ის ობიექტებს ესხმის თავს სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

 

 





მსგავსი სიახლეები
თურქეთში აშშ-ის „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განლაგდა
ჩვენ განვსაზღვრავთ ომის დასასრულს, რეგიონის მომავალი სტატუსი ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელშია, ომს ამერიკული ძალები არ დაასრულებენ -"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი"
ვფიქრობ, ომი თითქმის დასრულებულია, სამხედრო თვალსაზრისით, ირანს არაფერი დარჩა-დონალდ ტრამპი
,,დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული ''- „დემოკრატი“ სენატორების განცხადება
უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, აშშ-ის ინიციატივით გადაიდო
,,ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის''- ტრამპი
,,ირანი „პროვოკაციული ნაბიჯების“ გადადგმას განაგრძობს''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
,,რუსეთი თავისი საიმედო პარტნიორებისთვის ენერგორესურსების მიწოდებას ზრდის''- პუტინი
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა ვეღარ იქნება ძველი მსოფლიო წესრიგის მცველი
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის მხრიდან თურქეთის, აზერბაიჯანისა და კვიპროსის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმა უარყვეს
ილჰამ ალიევმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
ვლადიმერ პუტინმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მიულოცა და დაადასტურა მოსკოვის მხრიდან თეირანისადმი უცვლელი მხარდაჭერა
ნიკოლ ფაშინიანმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების დიდი ნაწილი გაჰყავს
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა
დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრი გამართეს
,,ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი თანხმობის გარეშე "დიდხანს ვერ გაძლებს"-ტრამპი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „არავინ იცის“, ვინ იქნება მომავალი უზენაესი ლიდერი
,, უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში იქნებიან''- ვოლოდიმირ ზელენსკი