2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 მკვლელობის მცდელობის ფაქტი - სახალხო დამცველი

 

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება და დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა, - ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში გააძლიერა სამართლებრივი ჩარჩო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით, დაინერგა დაცვისა და მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმი, გაძლიერდა მსხვერპლთა დაცვის სერვისები და გაიზარდა შესაბამისი უწყებების კოორდინაცია. აღნიშნულმა რეფორმებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ძალადობის შემთხვევების გამოვლენაზე, პრევენციასა და ეფექტიან რეაგირებაზე.

ამასთანავე, კვლავ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის შემდგომი გაძლიერება. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. კვლავ ვლინდება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ქალების შრომითი უფლებების სრულფასოვანი რეალიზება და მათი ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი ჩართულობა და შრომის თანაბარი ანაზღაურება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას სისტემური და ეფექტური ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის, მათი გაძლიერების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და გამოთქვამს მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან თანასწორობის მიღწევის პროცესებში",- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
ეკლესია 9 მარტს წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნას აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
9 მარტის ამინდის პროგნოზი
2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 მკვლელობის მცდელობის ფაქტი - სახალხო დამცველი
,,კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ვეტერანთა ღირსეულ, უკვე თქვენ საკუთარ ოჯახში,''- კობა კობალაძემ ჟურნალისტ ქალბატონებს, 8 მარტი ომის მონაწილის სტატუსის მინიჭებით მიულოცა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას დაბადების დღეა
მასკატიდან დამატებითი რეისი შესრულდა
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საავიაციო სექტორში ჩართული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა საქართველოში 49%-ით გაიზარდა
დააკავეს არასრულწლოვნები, რომლებმაც თბილისში სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები გაქურდეს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
8 მარტს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა - ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ -
8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
8 მარტის ამინდის პროგნოზი
დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა
7 მარტს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა - ლოცვა რომლიც ამ დღეს უნდა წავიკითხოთ
7 მარტის ამინდის პროგნოზი
7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
რამდენს იხდის ერთი გადამფრენი თვითმფრინავი საქართველოს ცის გამოყენებისთვის?
მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის მასკატიდან დამატებითი სპეციალური რეისი დაინიშნა
ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს-კომუნიკაციების კომისია