აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების დიდი ნაწილი გაჰყავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განკარგულებით, ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე საუდის არაბეთში ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის დიდმა ნაწილმა ქვეყანა უნდა დატოვოს. საუბარია აშშ-ის საელჩოს იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც გადაუდებელი და აუცილებელად შესასრულებელი მისია არ აკისრიათ, ასევე ამერკელი დიპლომატების ოჯახის წევრებზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე, კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გაემგზავრონ საუდის არაბეთში. ამის მიზეზად დასახელდა „ამერიკულ ინტერებზე ირანული სარაკეტო და უპილოტოების იერიშების რისკი, შეიარაღებული კონფლიქტი, ტერორიზმი, ასევე შეზღუდვები, რომელებიც ადგილობრივმა მთავრობამ, შესაძლოა, დააწესოს ქვეყნიდან გამგზავრებაზე, აქტივობაზე და სოციალურ ქსელებზე".
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ საუდის არაბეთი არაერთხელ გახდა თეირანის საპასუხო იერიშების სამიზნე. 3 მარტს ერ რიადში მდებარე აშშ-ის საელჩოს შენობაზე დრონებით თავდასხმა განხორცილდა. „ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, შედეგად საელჩოს შენობა დაზიანდა. კერძოდ, ჩამოინგრა სახურავის ნაწილი, შენობის შიგნით გაჩნდა ხანძარი. ამერიკელებს ურჩიეს, თავშესაფარში გადავიდნენ და დიპლომატიურ მისიაში მისვლისგან თავი შეიკავონ.
საუდის არაბეთის გარდა ირანმა იერიში ასევე მიიტანა აშშ-ის საელჩოზე ბაჰრეინში, ქუვეითში და ერაყში.
მსგავსი სიახლეები
თურქეთში აშშ-ის „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განლაგდა
ჩვენ განვსაზღვრავთ ომის დასასრულს, რეგიონის მომავალი სტატუსი ჩვენი შეიარაღებული ძალების ხელშია, ომს ამერიკული ძალები არ დაასრულებენ -"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი"
ვფიქრობ, ომი თითქმის დასრულებულია, სამხედრო თვალსაზრისით, ირანს არაფერი დარჩა-დონალდ ტრამპი
,,დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული ''- „დემოკრატი“ სენატორების განცხადება
უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, აშშ-ის ინიციატივით გადაიდო
,,ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის''- ტრამპი
,,ირანი „პროვოკაციული ნაბიჯების“ გადადგმას განაგრძობს''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
,,რუსეთი თავისი საიმედო პარტნიორებისთვის ენერგორესურსების მიწოდებას ზრდის''- პუტინი
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა ვეღარ იქნება ძველი მსოფლიო წესრიგის მცველი
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის მხრიდან თურქეთის, აზერბაიჯანისა და კვიპროსის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმა უარყვეს
ილჰამ ალიევმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
ვლადიმერ პუტინმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მიულოცა და დაადასტურა მოსკოვის მხრიდან თეირანისადმი უცვლელი მხარდაჭერა
ნიკოლ ფაშინიანმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების დიდი ნაწილი გაჰყავს
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა
დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრი გამართეს
,,ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი თანხმობის გარეშე "დიდხანს ვერ გაძლებს"-ტრამპი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „არავინ იცის“, ვინ იქნება მომავალი უზენაესი ლიდერი
,, უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში იქნებიან''- ვოლოდიმირ ზელენსკი